
ელექტრომობილების სამთავრობო პროექტი ჩავარდა.
| | ADVERTISEMENT | This text is replaced by the Flash movie. |
|
|
| წაიკითხე სმარტფონში |  |
|
რადიო კომერსანტის ცნობით, ამის შესახებ დღევანდელი „ბიზნეს-რეზონანსი“ წერს. გამოცემის ცნობით, პირველი ელექტრომობილი ოქტომბერში უნდა შემოსულიყო, თუმცა დღეს ხელისუფლებიდან ამ საკითხზე კომენტარს არავინ აკეთებს.
წლის დასაწყისში ეკონომიკის მინისტრმა ვერა ქობალიამ განაცხადა, რომ წლის ბოლოს 4 ათას ელექტრომობილს შემოიყვანდნენ და თბილისიდან განახლებულ ბათუმში ტურისტები 5 ლარად იმგზავრებდნენ. რამდენიმე თვის წინ ქობალიამ და ფრანგული ავტოკონცერნის „რენოს“ აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას საქართველოში ელექტრომობილების გამოყენების ინფრასტრუქტურის განვითარების სფეროში თანამშრომლობის შესახებ. რა ტიპის ხელშეკრულება დაიდო მხარეებს შორის, არ გახმაურებულა.
„ბიზნეს რეზონანსის“ ინფორმაციით კი დოკუმენტში არ გაწერილა დეტალები ელექტრომობილების შემოყვანის თარიღის, ფასისა და რაოდენობის შესახებ. „რენო-ნისანის“ ქართულ წარმომადგენლობაში განმარტავენ, რომ მათ მხოლოდ მომსახურების ნაწილი ეხებათ და ელექტრომობილების მომსახურებისთვის მზად არიან, თუმცა გადაწყვეტილებას სათაო ოფისი და სახელმწიფო იღებენ.
წინასწარი ინფორმაციით, ასეთი მანქანის ფასი 6 ათასი ევროდან დაიწყება.ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, საქართველოში 4 ათასი ელექტრომობილის შემოყვანა იგეგმება, რომლის საერთო ღირებულება 24 მილიონი ევროა.
Related Stories