
რადიო კომერსანტის ინტერვიუ თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის საგზაო
მოძრაობის ორგანიზების განყოფილების უფროსთან დემურ კვირიკაშვილთან.
| | ADVERTISEMENT | This text is replaced by the Flash movie. |
|
|
| წაიკითხე სმარტფონში |  |
|
- დედაქალაქში შუქნიშნების შეცვლა დაიწყო. რას უკავშირდება ეს სიახლე?
- თბილისში შუქნიშნების გამოცვლის სამწლიანი პროგრამა დაიწყო. წელს შუქნიშნები მხოლოდ ვაკის რაიონში, 19 ობიექტზე გამოიცვლება. ახალი შუქნიშნები ავტომატურ მართვის სისტემაზე იმუშავებს. პროგრამა მოძრაობის შესაბამისად, თავად გადაწყვეტს როდის აანთოს მწვანე. როდესაც გზაჯვარედინზე რომელიმე მიმართულებით, დიდი რაოდენობის ტრანსპორტი დაგროვდება, შუქნიშანი უპირატესობას ამ მიმართულებას მიანიჭებს და ჯერ მათ გაატარებს.
- შუქნიშნების ახალი სისტემის ამოქმედების მიუხედავად, ბოლო კვირების განმავლობაში თბილისში საცობები მომრავლდა, რით ახსნით ამას?
- მოძრაობის განტვირთვის მიზნით ბუდაპეშტისა და ნუცუბიძის გადაკვეთაზე და მეტრო ვარკეთილთან ფეხით მოსიარულეთათვის კუნძულების გაკეთება მიმდინარეობს. ბოლო პერიოდში ქალაქში, რამდენიმე ადგილას, მათ შორის გმირთა მოედანზე მოძრაობა შეფერხდა, მაგრამ ეს დროებითია და უახლოეს მომავალში კიდევ ერთი ესტაკადის ამოქმედებით ეს პრობლემაც მოგვარდება.
- რაც შეეხება პარკირებას. თბილისში ეს პრობლემა ბოლომდე მოგვარებული არ არის, თანაც პარკირების ადგილები ხშირად ტროტუარებზეა მოწყობილი. რამდენად გამართლებულია ეს?
- ცოტა ხნის წინ თბილისის მერიამ გამოიჩინა ინიციატივა და ნებისმიერ კომპანიას, რომელიც ქალაქში მრავალსართულიან ავტოსადგომს ააშენებს, ტერიტორიას უფასოდ დაუთმობს. ახლა ქალაქში პარკირების 30 000 ობიექტია და კიდევ 20 000 ასეთი ობიექტის აშენებაა საჭირო. რაც შეეხება ტროტუარებზე პარკირებას, თუკი ტროტუარის სიგანე 6 ან 7 მეტრია, პარკირების მოწყობა ფეხით მოსიარულეებს პრობლემას არ შეუქმნის და ეს დასაშვებია.
- მომავალი წლიდან თბილისში ტრამვაის ინფრასტრუქტურის მშენებლობის დაწყება იგეგმება. რა ეტაპზეა პროექტის განხორციელება?
- ეს პროექტი ჯერ მხოლოდ იდეის დონეზეა. ამ ეტაპზე ფრანგული ფირმა ქალაქში მოძრაობის ნაკადებს შეისწავლის, რათა შემდეგ შეიქმნას გეგმა თუ სად გავა ტრამვაის ხაზი. ჯერჯერობით უცნობია როდის დასრულდება ფრანგული კომპანიის მიერ თბილისის უბნების შესწავლა და როდის დაიწყება ტრამვაის ხაზის მშენებლობა .
Related Stories