
კომპანია "ვისოლი" "AS ოცდაოთხის" ავტოგასამართი სადგურების საერთაშორისო ქსელს უერთდება.
| | ADVERTISEMENT | This text is replaced by the Flash movie. |
|
|
| წაიკითხე სმარტფონში |  |
|
აღნიშნულთან დაკავშირებით "ვისოლი" სასტუმრო "რედისონში" დღეს მსოფლიო ს 26-ზე მეტ ქვეყანაში ავტოგასამართი სადგურების საერთაშორისო ქსელის მფლობელ კომპანია "AS24"-თან მემორანდუმს გააფორმებს და საქართველოში მისი ექსკლუზიური პარტიორი გახდება.
როგორც "პირWელს" "ვისოლიდან" აცნობეს, პირველად კავკასიის მასშტაბით, სატრანზიტო მარშრუტით მოძრავი სატვირთო ავტომობილ ების მძღოლებს საშუალება ექნებათ, საქართველოშიც ავტომობილ ები "ვისოლის" ავტოგასამართ სადგურებზე "AS 24"-ის ქსელური სისტემით გამართონ.
"სატრანზიტო მარშრუტით მოძრავი სატვირთო მანქანების მძღოლები "AS 24"-ის სისტემით ცენტრალური მაგისტრალის გორის მონაკვეთსა და ბათუმში მდებარე "ვისოლის" ავტოგასამართ სადგურებზე ისარგებლებენ და ავტომობილ ს უმაღლესი ხარისხის საწვავითა და თანამედროვე ტექნოლოგიებით გამართავენ", - აცხადებენ კომპანიაში.
ცნობისთვის, "AS 24" ავტოგასამართი სადგურების საერთაშორისო ქსელია, რომელიც 20 წელზე მეტია, სატვირთო მანქანების მძღოლებს 26-ზე მეტ ქვეყანაში საწვავით გამართვის სერვისს სთავაზობს. "AS 24" საერთაშორისო ნავთობკომპანია "ტოტალის" შვილობილი კომპანიაა და ევროპის მასშტაბით ყველაზე ფართო ქსელი აქვს.
Related Stories