| ევროზონაში არსებული ვითარება ნავთობის ფასზე აისახება |
|
08/11/2011 17:09 (197 დღე 09:28 minutes ago) | ||||||||||||
![]() ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარემ ვანო მთვრალაშვილმა ევროზონაში არსებული ვითარების ნავთობის ფასზე ზეგავლენებზე ისაუბრა.
"ნავთობის ფასის ზრდა პირდაპირ არის დაკავშირებული ბოლო პერიოდში ევროზონაში განვითარებულ მოვლენებთან. კერძოდ, ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა საბერძნეთის ეკონომიკურ კრიზისთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღეს მისი ფინანსური დახმარების თაობაზე. ამას დაემატა საბერძნეთში პოლიტიკური შეთანხმება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ახალი პრემიერისა და კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით, რაც სანავთობო სფეროს ინვესტორები ს მიერ პოზიტიურ სიგნალად იქნა მიჩნეული. ნავთობის ფასებზე გავლენა მოახდინა ასევე ბოლო პერიოდში ნიგერიაში განვითარებულმა მოვლენებმა. აღსანიშნავია, რომ ეს ქვეყანა ერთ-ერთი დიდი ნავთობმომპოვებელი სახელმწიფოა მსოფლიო ში" - განმარტა მთვრალაშვილმა, იუწყება პირWელი.
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა! |
|
|



