ივანიშვილი სააკაშვილს მიმართავს ხელი არ მოაწეროს საკონსტიტუციო ცვლილებას


Thursday, May 24, 2012
News Making Money

"თეგეტა მოტორსში" დღეს MAN-ის ტრენინგი გაიმართება

10/11/2011 11:54 (195 დღე 14:47 minutes ago)

tegeta_motors.jpg

"თეგეტა მოტორსში" დღეს უმსხვილესი გერმანული სატვირთო სა ავტომობილ ო კონცერნის, MAN-ის ტრენინგი გაიმართება, იუწყება ინტერპრესნიუსი.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში


ტრეინინგში, რომელიც "თეგეტა მოტორს"–ის სათავო ოფისში, მისი შვილობილი კომპანიის "თეგეტა თრაქ ენდ ბას"–ის და MAN Truck & Bus AG-ს სასწავლო აკადემიის (MAN Academy) ორგანიზებით გაიმართება 7 სხვადასხვა ქვეყნის: უკრაინის, რუსეთის, სომხეთის, აზერბაიჯანის, ბელორუსის, ყაზახეთის და უზბეკეთის 20 წარმომადგენელი დაესწრება. ტრეინინგს გერმანელი სპეციალისტები გაუძღვებიან.


ამ სახის ტრეინინგების ჩატარება, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნებში მოღვაწე პარტნიორი კომპანიების გაყიდვების მენეჯერებს შესაძლებლობას აძლევს თავიანთი პროფესიული უნარ-ჩვევების სრულყოფა მოახდინონ, 2011 წელს, MAN Truck & Bus AG-ს სამეთვალყურეო საბჭოს წევრის, გაყიდვების და მარკეტინგის დირექტორის დოქტორ ფრენკ ჰილერის გადაწყვეტილებით დაინერგა.


ანალოგიური სახის ტრეინინგები ყოველწლიურად იმართება გერმანიის ქ. მიუნხენში, კომპანიის სათავო ოფისში. წელს კი ეს ტრეინინგი თბილისში, კომპანია "თეგეტა მოტორსი"-ს სათავო ოფისში ტარდება.


MAN Truck & Bus AG-ს წარმომადგენლების განცხადებით, ტრენინგის საქართველოში ჩატარების გადაწყვეტილება რამოდენიმე მიზეზმა განაპირობა. პირველ რიგში "თეგეტა თრაქ ენდ ბას"-ის და  MAN Truck & Bus AG–ის წარმატებულმა და გრძელვადიანმა თანამშრომლობამ, ასევე კომპანიის სერვის-ცენტრებმა და ინფრასტრუქტურამ, რომელიც სრულად აკმაყოფილებს მსგავსი ღონისძიების ჩატარებისთვის აუცილებელ საერთაშორისო სტანდარტებს, პარტნიორი კომპანიებისთვის "თეგეტა მოტორს"-ში დაგროვილი გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობამ და საქართველოს ბაზრის პროგრესულმა ზრდამ.


"თეგეტა მოტორსი"-ს შვილობილი კომპანია "თეგეტა თრაქ ენდ ბას" უკვე 5 წელია საქართველოში MAN Truck & Bus AG-ს ოფიციალური იმპორტიორია.

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.



TRAVEL BIZ »
PRESS RELEASES »
FINANCIAL »
UKRAINE »
GEORGIA »
WORLD »
BANKS »
BUSINESS »
TECH »
MARKETS »
B SCHOOLS »
SPECIAL REPORTS »





Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group