საატესტატო გამოცდები გრძელდება


Thursday, May 24, 2012
News Making Money

"თეგეტა მოტორსს" ხარისხის სერტიფიკატი ISO 9001:2008 მიენიჭა

30/11/2011 14:33 (175 დღე 12:14 minutes ago)

tegeta_motors.jpg

ინტერპრესნიუსის ცნობით, კომპანია "თეგეტა მოტორსსა" და საერთაშორისო სტანდარტიზაციის ორგანიზაცია ISO–ს შორის ახალი შეთანხმება გაფორმდა.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში


შეთანხმების საფუძველზე კომპანიას ახალი ხარისხის სერტიფიკატი ISO 9001:2008 მიენიჭა.


ISO 9001:2008 სერტიფიკატის სპეციფიკა იმით გამოირჩევა, რომ სერტიფიცირდება არა მხოლოდ საქონლის ხარისხი, არამედ კომპანიის მენეჯმენტის ხარისხიც.


~მეტად მნიშვნელოვანია მომსახურების დონის სერტიფიცირება, თუ რამდენად ოპტიმალურად იყენებს კომპანია თავის რესურსებს და რა ხერხებს მიმართავს სერტიფიცირების პროცესით განსაზღვრული პარამეტრების მუდმივი გაუმჯობესებისთვის. აღნიშნულის შედეგად შესაძლებელია ხარისხის კონტროლი ყველა ეტაპზე, რაც გამორიცხავს საბოლოო პროდუქტის დაბალ ხარისხს~, - აცხადებენ "თეგეტა მოტორსში".


ISO–ს წარმომადგენლების განცხადებით, ~თეგეტა მოტორსის~ სერტიფიკატის განახლება, განაპირობა უმაღლესი დონის სერვისმა და საერთაშორისო სტანდარტების სერვის-ცენტრებმა, რომელთაც "თეგეტა მოტორსი" ათასობით მომხმარებელს სთავაზობს.


ISO (საერთაშორისო სტანდარტიზაციის ორგანიზაცია) მსოფლიო ში უმსხვილესი საერთაშორისო სტანდარტების გამცემი ორგანიზაციაა. IშO-ს ქსელი გავრცელებულია მსოფლიო ს 162 ქვეყანაში, რომლებიც კოორდინირებულნი არიან შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში მდებარე ცენტრალურ სააგენტოსთან.


დღეისთვის "თეგეტა მოტორსი" ცნობილი ბრენდია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ქვეყნის საზღვრებს გარეთაც. კომპანიის არსებობის 16 წლის მანძილზე ათობით მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. კომპანია ყოველწლიურად ზრუნავს მაღალტექნოლოგიურ განვითარებაზე მსოფლიო ს წამყვანი ბრენდების მხარდაჭერით, დასავლური ცოდნის, გამოცდილების გაზიარებით და საკუთარ საქმიანობაში დანერგვით, პერსონა ლის კვალიფიკაციის მუდმივი ამაღლებით.


კომპანიის მენეჯმენტი ხორციელდება პროგრამული მართვის მოწინავე გერმანული სისტემის SAP-ის მეშვეობით. კომპანია ფლობს საერთაშორისო ხარისხის სერტიფიკატს ISO 9001:2008, არის მრავალგზის ოქროს ბრენდი ს ჯილდოების მფლობელი.


კომპანია დაარსდა 1995 წელს და ფუნქციონირებდა "ავტოექსპორტის" სახელით. 2001 წელს მას დაერქვა "თეგეტა მოტორსი" და გარდაიქმნა ჰოლდინგად, რომელიც, თავის მხრივ, რამდენიმე კომპანიას აერთიანებს. მას გააჩნია 16 ფილიალი, რომლებიც თბილისში და საქართველოს ყველა დიდ ქალაქში მდებარეობს და მათი რიცხვი წლიდან წლამდე იზრდება. კომპანიაში დასაქმებულია 800-ზე მეტი თანამშრომელი.


"თეგეტა მოტორსი" უნივერსალური კომპანიაა, რომელიც კორპორატიულ და საცალო მომხმარებელს მაღალხარისხიანი ავტოპროდუქტებისა და ავტოტექმომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც გულისხმობს მსუბუქი და სატვირთო ავტომობილ ების, ავტობუსების, სამშენებლო და სპეცტექნიკის დიაგნოსტირებას და შეკეთებას სპეციალური, ავტორიზებული პროგრამების მეშვეობით.

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.



TRAVEL BIZ »
PRESS RELEASES »
FINANCIAL »
UKRAINE »
GEORGIA »
WORLD »
BANKS »
BUSINESS »
TECH »
MARKETS »
B SCHOOLS »
SPECIAL REPORTS »





Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group