| მომავალი წლიდან საქართველოში საწვავზე ახალი სტანდარტი შემოდის |
|
08/12/2011 13:27 (167 დღე 13:21 minutes ago) | ||||||||||||
![]() მედიანიუსის ცნობით, მომავალი წლიდან საქართველოში საწვავზე ახალი სტანდარტი შემოდის.
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით, 2011 წლის 1 დეკემბერს საქართველოს მთავრობამ მიიღო დადგენილება №444 ,,სა ავტომობილ ო ბენზინის ხარისხობრივი ნორმების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 31 დეკემბრის № 124 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე, რომლის მიხედვითაც დადგინდა სა ავტომობილ ო ბენზინის ახალი ხარისხობრივ-ეკოლოგიური მახასიათებლები, კერძოდ: გ) 2012 წლის 1 იანვრიდან 2014 წლის 1 იანვრამდე; გ.ა) ტყვიის შემცვლელობა - არა უმეტეს 0,005 გ/ლ; გ.ბ) ბენზოლის მოცულობითი წილი - არა უმეტეს 3 პროცენტი; გ.გ) არომატული ნახშირწყალბადების მოცულობითი წილი - არა უმეტეს 42 პროცენტი; გ.დ) გოგირდის შემცველობა - არა უმეტეს 250 მგ/კგ; დ) 2014 წლის 1 იანვრიდან: დ.ა) ტყვიის შემცვლელობა - არა უმეტეს 0,005 გ/ლ; დ.ბ) ბენზოლის მოცულობითი წილი - არა უმეტეს 3 პროცენტი; დ.გ) არომატული ნახშირწყალბადების მოცულობითი წილი - არა უმეტეს 42 პროცენტი; დ.დ) გოგირდის შემცველობა - არა უმეტეს 150 მგ/კგ.”.
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა! |
|
|



