"Front Page Magazine": "რუსეთი სააკაშვილის დასამხობად მატჩ-რევანშისთვის ემზადება"


Thursday, May 24, 2012
News Making Money

„თეგეტა მოტორსი“ დაარსებიდან 16 წლის იუბილეს აღნიშნავს

15/12/2011 12:47 (160 დღე 14:02 minutes ago)

„თეგეტა მოტორსი“ დაარსებიდან 16 წლის იუბილეს აღნიშნავს.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

აღნიშნულთან დაკავშირებით, კომპანიის სათაო ოფისის მსუბუქი ავტომობილ ების მომსახურების ცენტრში (მის: დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12-ე კმ, #5) გაიმართება საზეიმო ღონისძიება, რომელსაც დაესწრებიან კომპანიის მომხმარებლები, პარტნიორები, თანამშრომლები და საზოგადოების წარმომადგენლები.


ღონისძიებაზე მოხდება კომპანიის მიერ მიღწეული შედეგების შეჯამება და შედგება ახალი მისიის პრეზენტაცია. 16 წლიანი ისტორია, გამოცდილება და შედეგები, სპიკერი - კომპანიის გენერალური დირექტორი, გიორგი მშვილდაძე. ახალი მისიის და სტრატეგიული ხედვის პრეზენტაცია, სპიკერი - კომერციული დირექტორი ავთანდილ წერეთელი.

ამავდროულად ღონისძიებაზე მოხდება მსუბუქი ავტომობილ ების მომსახურების ახალი ცენტრის პრეზენტაცია, რომელიც სრულიად შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს. ეს არის პირველი ავტო სერვის ცენტრი ამიერკავკასიაში, სადაც ავტომობილ ის უმაღლესი სტანდარტებით ტექნიკური მომსახურება და მომხმარებლის სრული კომფორტი ერთ სივრცეშია წარმოდგენილი.

ღონისძიების სტუმრებისთვის გათვალისწინებულია ბევრი სიურპრიზი და საჩუქარი. საღამოს მიმდინარეობისას მათ შესაძლებლობა ექნებათ მონაწილეობა მიიღონ საზეიმო გათამაშებაში, რომელშიც გათამაშდება 16 პრიზი.

ინფორმაცია შპს „თეგეტა მოტორსი“-ს შესახებ:


დღესდღეობით „თეგეტა მოტორსი“ ცნობილი ბრენდია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ქვეყნის საზღვრებს გარეთაც. კომპანიის არსებობის 16 წლის მანძილზე ათობით მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. კომპანია ყოველწლიურად ზრუნავს მაღალტექნოლოგიურ განვითარებაზე მსოფლიო ს წამყვანი ბრენდების მხარდაჭერით, დასავლური ცოდნის, გამოცდილების გაზიარებით და საკუთარ საქმიანობაში დანერგვით, პერსონა ლის კვალიფიკაციის მუდმივი ამაღლებით. კომპანიის მენეჯმენტი ხორციელდება პროგრამული მართვის მოწინავე გერმანული სისტემის SAP –ის მეშვეობით. კომპანია ფლობს საერთაშორისო ხარისხის სერთიფიკატს ISO 9001:2008, არის მრავალგზის ოქროს ბრენდი ს ჯილდოების მფლობელი.    კომპანია დაარსდა 1995 წელს და ფუნქციონირებდა „ავტოექსპორტის“ სახელით. 2001 წელს მას დაერქვა „თეგეტა მოტორსი“ და გარდაიქმნა ჰოლდინგად, რომელიც, თავის მხრივ, რამდენიმე კომპანიას აერთიანებს. მას გააჩნია 16 ფილიალი, რომლებიც თბილისში და საქართველოს ყველა დიდ ქალაქში მდებარეობს და მათი რიცხვი წლიდან წლამდე იზრდება. კომპანიაში დასაქმებულია 800-ზე მეტი თანამშრომელი. „თეგეტა მოტორსი“ უნივერსალური კომპანიაა, რომელიც კორპორატიულ და საცალო მომხმარებელს მაღალხარისხიანი ავტოპროდუქტებისა და ავტოტექმომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც გულისხმობს მსუბუქი და სატვირთო ავტომობილ ების, ავტობუსების, სამშენებლო და სპეცტექნიკის დიაგნოსტირებას და შეკეთებას სპეციალური, ავტორიზებული პროგრამების მეშვეობით.

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.



TRAVEL BIZ »
PRESS RELEASES »
FINANCIAL »
UKRAINE »
GEORGIA »
WORLD »
BANKS »
BUSINESS »
TECH »
MARKETS »
B SCHOOLS »
SPECIAL REPORTS »





Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group