IPO-ს ჩავარდნის გამო მარკ ცუკერბერგს უჩივიან


Thursday, May 24, 2012
News Making Money

ნავთობის მსოფლიო ფასები ეცემა

19/12/2011 17:20 (156 დღე 09:30 minutes ago)

oil-rig2.jpg

Brent-ის ნავთობის ღირებულება დღეს ბარელზე 103 დოლარს ჩამოსცდა, რისი მიზეზიც კორეის ნახევარკუნძულზე დაძაბულობის ზრდის საფრთხეა, იუწყება რადიო კომერსანტი.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

ჩრდილოეთ კორეის ლიდერის კიმ ჩენ ირის გარდაცვალებამ დოლარის კურსი ზემოთ ასწია და დოლარის აქტივები გააძვირა. კიმ ჩენ ირი რკინიგზით მოგზაურობისას გარდაიცვალა, და მისი დაღუპვისთანავე გაჩნდა კითხვები იმასთან დაკავშირებით, ვინ გააკონტროლებს ქვეყანასა და მის ბირთვულ პროგრამას.

Brent-ის ნავთობის თებერვლის ფიუჩერსები 0,78 დოლარით გაუფასურდა და 102,57 დოლარი შეადგინა.

ამერიკული მსუბუქი ნავთობის ფასი კი 0,82 დოლარით შემცირდა და ბარელზე 92,71 დოლარი შეადგინა. Mitsubishi UFJ Morgan Stanley Securities-ის წარმომადგენლის ტაკაო ხატორის შეფასებით, კიმ ჩენ ირის გარდაცვალებაზე ბაზრის პირველი რეაქცია დოლარში თავშესაფრის ძიება იყო.

ნავთობზე უარყოფითად მოქმედებს ევროზონის კრიზისთან დაკავშირებული საფრთხეებიც. განწყობები გაუარესდა მას შემდეგაც, რაც Fitch Ratings-მა განაცხადა, რომ შესაძლოა საფრანგეთისა და ევროზონის სხვა ქვეყნების რეიტინგები დასწიოს. ინვესტორები ევროზონის ფინანსთა მინისტრთა კონფერენციას ელოდებიან, რომელიც დღეს გაიმართება. როგორც მანამდე გახდა ცნობილი, საერთაშორისო ენერგეტიკულმა სააგენტომ 2011 და 2012 წლებისთვის ნავთობზე მოთხოვნის პროგნოზი შეამცირა.

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.



TRAVEL BIZ »
PRESS RELEASES »
FINANCIAL »
UKRAINE »
GEORGIA »
WORLD »
BANKS »
BUSINESS »
TECH »
MARKETS »
B SCHOOLS »
SPECIAL REPORTS »





Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group