
კომპანია "ვისოლმა" 2011 წლის მნიშვნელოვანი მოვლენები შეაჯამა.
| | ADVERTISEMENT | This text is replaced by the Flash movie. |
|
|
| წაიკითხე სმარტფონში |  |
|
როგორც ინტერპრესნიუსი იუწყება, კომპანიის
ინფორმაციით, "ვისოლ ჯგუფი" 2011 წელს დინამიურად ვითარდებოდა.
"მიმდინარე წელი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია იმით, რომ "ვისოლ ჯგუფს" ორი ახალი შვილობილი კომპანია შეემატა - სუპერმარკეტების ქსელი "სმარტი" და ავტომომსახურების ცენტრები "ვისოლ ავტო ექსპრესი". "სმარტის" განვითარება დინამიურად მიმდინარეობს და წლის ბოლომდე ქვეყნის მასშტაბით უკვე ხუთი სავაჭრო ცენტრი იქნება, აქედან ორი თბილისში, დანარჩენი კი გორში, ყვარელსა და მარნეულში", - აცხადებენ კომპანიაში.
რაც შეეხება "ვისოლ ავტო ექსპრესის" ქსელს, დღეის მონაცემებით, მთელი საქართველოს მასშტაბით თორმეტი ავტომომსახურების ცენტრი ფუნქციონირებს. კომპანია წარმატებით ახდენს ექსკლუზიური პროდუქტების - ფრანგული "ტოტალის" სა ავტომობილ ო ზეთებისა და საპოხი მასალების რეალიზაციას, ვულკანიზაციისა და ავტომობილ ის გაზზე გადაყვანის სერვისის მიწოდებას.
გარდა ამისა, მიმდინარე წელს ჩქაროსნული მაგისტრალის გორის მონაკვეთზე "ვისოლ ჯგუფმა" დასვენებისა და მომსახურების პირველი ცენტრი გახსნა; "ვისოლი" ავტოგასამართი სადგურების საერთაშორისო ქსელის AS24-ის ექსკლუზიური პარტნიორი გახდა.
2011 წელს "ვისოლ ჯგუფის" შვილობილმა კომპანია "ვისოლ გაზის" დისტრიბუციამ თელავის რაიონში 17 სოფლის გაზიფიცირება დაასრულა და უკვე 12 000-მდე ოჯახს საშუალება აქვს ბუნებრივი გაზით ისარგებლოს.
ამასთან, კომპანიამ მიმდინარე წელს ქართული სპორტის განვითარებისთვის გაწეული ინვესტიციები კიდევ უფრო გაზარდა და ჯამურად დაახლოებით 25 მლნ ლარი გაიღო საფეხბურთო კლუბი "ტორპედო ქუთაისის", ბავშვთა საფეხბურთო სკოლა "ავაზას", თბილისში შექმნილი ოთხი სპორტული კომპლექსის, ფიტნეს ცენტრი "ლაგუნა ქუთაისის", "ტორპედო ქუთაისის" საწვრთნელი ბაზის და ბავშვთა საფეხბურთო აკადემიის განვითარებისთვის.
ეროვნულ ბიზნეს დაჯილდოება "მერკური 2011"-ზე კი ~ვისოლ ჯგუფმა~ ორი ძირითადი ნომინაცია მოიპოვა. ხალხის არჩევანით კომპანია წლის საუკეთესო დამსაქმებელი, ხოლო "ვისოლ ჯგუფის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე სოსო ფხაკაძე წლის მეწარმე გახდა.
Related Stories