ალტერნატიული აუდიტის ამოქმედების შემდეგ კერძო აუდიტორებზე მოთხოვნა გაიზარდა


Thursday, May 24, 2012
News Making Money

"თეგეტა მოტორსმა" 2011 წელი წარმატებით დაასრულა

28/12/2011 14:34 (147 დღე 12:21 minutes ago)

tegeta_motors.jpg

კომპანია "თეგეტა მოტორსმა" 2011 წელი წარმატებით დაასრულა.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

როგორც "ინტერპრესნიუსს" კომპანიის გენერალურმა დირექტორმა გიორგი მშვილდაძემ განუცხადა, "თეგეტა მოტორსის" ზრდამ წელს 25% შეადგინა. კომპანიის მენეჯმეტის განმარტებით, მიმდინარე წელს მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა მსუბუქი ავტომობილ ების სერვისისა და ავტონაწილების მიმართულებით.


"თეგატა მოტორსში" მოგების ზრდას კომპანიის გაფართოებას უკავშირებენ. როგორც ცნობილია, წელს აღმაშენებლის ხეივანში ამიერკავკასიაში უპრეცენდენტო მასშტაბისა და სტანდარტების, "თეგეტა მოტორსის" მსუბუქი ავტომობილ ების სერვისი გაიხსნა.


წელსვე გაიხსნა ფოთის და ბათუმის ფილიალები, სადაც ნებისმიერი მოდელის მსუბუქ და სატვირთო ავტომობილ ებს ემსახურებიან. "თეგეტა მოტორსმა" დანერგა ასევე სერვისის მაღალი სტანდარტები და კომპანია ISO სერთიფიკატის მფლობელი გახდა.


"2011 წელს განვაახლეთ ექსკლუზიური ურთიერთობა მსოფლიო ში ერთ-ერთ საუკეთესო პრემიუმ ფრანგულ ბრენდ "მიშლენთან" საბურავების, ასევე სა ავტომობილ ო ზეთების მიმართულებით, დავიწყეთ ექსკლუზიური ურთიერთობა მსოფლიო ს საუკეთესო პრემიუმ ბრენდ "შელთან", - აცხადებენ კომპანიაში.


გარდა ამისა, მიმდინარე წელს "თეგეტა მოტორსმა" ამიერკავკასიის ქვეყნებში სხვადასხვა პროდუქციის უპრეცენდენტოდ დიდი ექსპორტი განახორციელა.


2011 წელსვე საფუძველი ჩაეყარა სომხეთში კომპანიის ფრანჩაიზს, რომელიც მომავალ წელს შევა ექსპლოატაციაში.
"თეგეტა ჰოლდინგში" დასაქმებულთა რაოდენობა წინა წლებთან მიმართებაში მნიშვნელოვნად გაიზარდა. დღეისთვის კომპანიაში დასაქმებულია 800–ზე მეტი ადამიანი, რომელთა საშუალო ხელფასი 1 200 ლარს შეადგენს.


"თეგეტა ჰოლდინგმა" წელს ასევე შემოიყვანა საქართველოში მსოფლიო ს საუკეთესო ლაქშერი სა ავტომობილ ო ბრენდი "პორშე".


"თეგეტა მოტორსი" სა ავტომობილ ო ბიზნესში უნივერსალური კომპანიის სტატუსის მქონეა, რაც იმას ნიშნავს, რომ მომხმარებელი ყოველთვის გარანტირებულად მიიღებს მაღალი ხარისხის მომსახურებას და პროდუქტს ნებისმიერი ავტომობილ ისთვის.


ამ ეტაპზე "თეგეტა მოტორსი" საქართველოში 300-მდე მსოფლიო ში ცნობილი ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელია.
"თეგეტა მოტორსი" თვითონ არის პრესტიჟული და სანდო ბრენდი, რომელთანაც ცნობილი უცხოური კომპანიები ყოველგვარი საბანკო გარანტიებისა და დამატებითი პირობების გარეშე აფორმებენ ხელშეკრულებებს.


,,სწორედ ასე შემოვიდა ქართულ ბაზარზე JCB, უმაღლესი ხარისხის ბულდოზერების, ექსკავატორებისა და ზოგადად, მიწის დასამუშავებელი ტექნიკის მწარმოებელი ცნობილი ინგლისური კომპანია. უფრო ადრე კი - მსოფლიო ში საუკეთესო სატვირთო ავტომობილ ების მწარმოებელი, გერმანული მანქანათმშენებელი კონცერნი MAN –"თეგეტა მოტორსის" ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორი", - აცხადებენ კომპანიაში.


"თეგეტა მოტორსმა" გააფართოვა როგორც საქმიანობის არეალი, ასევე ქსელი და მომხმარებელს მსოფლიო ს საუკეთესო ბრენდების ფართო ასორტიმენტი შესთავაზა.


დღეისთვის "თეგეტა მოტორსი" საქართველოში წარმოადგენს ისეთ მსხვილ და ცნობილ კომპანიებს, როგორებიცაა Bridgestone, Michelin, Bosch, Varta, Shell, Ista, Meguin, Hengst, Motul, ZF, Hankook, GT Radial, Sachs, BPW, Thermo King და ა.შ.

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.



TRAVEL BIZ »
PRESS RELEASES »
FINANCIAL »
UKRAINE »
GEORGIA »
WORLD »
BANKS »
BUSINESS »
TECH »
MARKETS »
B SCHOOLS »
SPECIAL REPORTS »





Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group