ივანიშვილი მზად არის, საქართველოს პრეზიდენტს სატელევიზიო დებატებში დაუპირისპირდეს


Thursday, May 24, 2012
News Making Money

“ვისოლმა” ყვარელში სუპერმარკეტი " სმარტი" და ავტოგასამართი სადგური გახსნა

29/12/2011 17:12 (146 დღე 09:44 minutes ago)

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

კომპანია "ვისოლმა"  ყვარელში, ჭავჭავაძის #43-ში სუპერმარკეტი "სმარტი" და ავტოგასამართი სადგური გახსნა. 

 

პირWელის ცნობით, ქალაქის ცენტრში მდებარე „სმარტის“ სუპერმარკეტში განთავსებულია  საცხობიც.

ყოველდღიური მოხმარების ადგილობრივი და დასავლეთ ევროპიდან იმპორტირებული პროდუქტები, ინტერნეტ (WIFI) ზონა, ბანკომატი და სწრაფი გადახდის აპარატი ყვარლის მოსახლეობას  სრულ კომფორტს შეუქმნის.

განსხვავებული დიზაინის სავაჭრო ცენტრი თანამედროვე სამშენებლო ტენოლოგიებით აშენდა. მსგავსი ტიპის სავაჭრო ცენტრი კახეთის რეგიონში დღესდღეობით არ არსებობს.

"ვისოლ ჯგუფის" რეგიონალური განვითარება აქტიურ ფაზაში შედის. მოხარულნი ვართ, რომ დღეიდან ყვარლის მოსახლეობას საშუალებას ვაძლევთ, ევროპული სტანდარტების სუპერმარკეტ „სმარტში“  მათთვის საჭირო 5 000-მდე პროდუქტი კომფორტულ გარემოში მისაღებ ფასად შეიძინოს, "ვისოლის" ავტოგასამართ სადგურზე კი საუკეთესო ხარისხის საწვავი მიიღოს. ყველაზე მეტად ის გვახარებს, რომ ყოველი ობიექტის გახსნა ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და ასობით ოჯახში შემოსავლის წყაროს გაჩენას ნიშნავს," - აცხადებს "ვისოლ ჯგუფის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე სოსო ფხაკაძე.

ცნობისთვის, "სმარტის" პროექტი მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობასაც ითვალისწინებს. ყვარელში ახალი ობიექტების განვითარებისთვის "ვისოლმა" ორ მილიონამდე ლარის ინვესტიცია განახორციელა.

სუპერმარკეტ "სმარტსა" და "ვისოლის" ავტოგასამართ სადგურზე ყვარელში 40-მდე ადამიანი დასაქმდა. ყველა მათგანმა "ვისოლ ჯგუფის" აკადემიაში სპეციალური სწავლება გაიარა.

"ვისოლ ჯგუფმა" "სმარტის" ქსელის განვითარება 2010 წელს დაიწყო. "სმარტის"  სუპერმარკეტები დღესდღეობით წარმატებით აღმაშენებლის ხეივნის მე-13 კილომეტრზე, ვაზისუბნის მეორე მიკრორაიონში, მარნეულსა და ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გორის მონაკვეთზე ფუნქციონირებს.

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.



TRAVEL BIZ »
PRESS RELEASES »
FINANCIAL »
UKRAINE »
GEORGIA »
WORLD »
BANKS »
BUSINESS »
TECH »
MARKETS »
B SCHOOLS »
SPECIAL REPORTS »





Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group