
როგორც მედიანიუსი იუწყება, ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილის განცხადებით, წლის დასაწყისიდან ნავთობის ფასი იზრდება.
| | ADVERTISEMENT | This text is replaced by the Flash movie. |
|
|
| წაიკითხე სმარტფონში |  |
|
ბოლო 20 დღის განმავლობაში ნავთობის ფასი მსოფლიო ს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის ბირჟებზე გაზრდილია დაახლოებით 8-10 დოლარით/ბარელზე.
აღნიშნული პერიოდის განმავლობაში გაზრდილია ასევე საერთაშორისო ფასები ბენზინისა და დიზელის საწვავზე Pლატტ’ს-ის მიხედვით, დაახლოებით 80 დოლარით/ტონაზე. 9 იანვრის მდგომარეობით ბენზინის საერთაშორისო ფასი შეადგენს 959.50 დოლარს/ტონაზე, ხოლო დიზელის საწვავის - 952.50 დოლარს/ტონაზე.
მთვრალაშვილის თქმით, აღსანიშნავია, რომ გასული წლის ბოლო დღეების განმავლობაში ნავთობის ფასმა მნიშვნელოვნად დაიკლო, რისი ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ევრო ზონაში არსებული კრიზისი და ოპეკის მიერ ნავთობის მოპოვების კვოტების გაზრდა იყო. თუმცა შემდეგ დაიწყო ირანთან დაკავშირებით ვითარების გართულება, რასაც მოყვა უკვე ნავთობის ფასის ზრდა.
კერძოდ, აშშ და ევროპის წამყვანი ქვეყნები (საფრანგეთი, ინგლისი, გერმანია) კატეგორიულად ითხოვენ ირანის ნავთობის ექსპორტზე ემბარგოს დაწესებას. თავის მხრივ, ირანი იმუქრება, რომ ემბარგოს დაწესების შემთხვევაში გადაკეტავს ორმუზის სრუტეს. ორმუზის სრუტით ხორციელდება ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების ნავთობის მნიშვნელოვანი ნაწილის ექსპორტი. ყოველდღიურად დაახლოებით 16-17 მლნ ბარელი ნავთობის გადაზიდვა ტანკერებით. ორმუზის სრუტის დახურვის შემთხვევაში ვაშინგტონი ირანს ძალის გამოყენებით ემუქრება.
დღეისათვის ირანული ნავთობის ექსპორტი შეადგენს 2,6 მლნ ბარელს/დღე-ღამეში, რომლის დაახლოებით 20 პროცენტი ჩინეთზე მოდის (ყველაზე დიდი შემსყიდველი). ირანიდან ნავთობის იმპორტზე მნიშვნელოვნად არიან ასევე დამოკიდებულნი თურქეთი, ინდოეთი, სამხრეთ კორეა, იაპონია.
მათ არ ძალუძთ ირანული ნავთობის სხვა ნავთობით ჩანაცვლება.
თავის მხრივ, ევროპაში ირანული ნავთობის ძირითადი მომხმარებელი ქვეყნები, როგორებიც არიან საბერძნეთი, იტალია, ესპანეთი, ჰოლანდია მოითხოვენ, რომ ირანული ნავთობის ექსპორტზე ემბარგოს მოქმედება არ იყოს მყისიერი და განხორციელდეს ეტაპობრივად გარკვეული დროის განმავლობაში.
მიმდინარე დღეებში ნავთობის უმსხვილესმა მომხმარებელმა ქვეყნებმა გამართეს კონფიდენციალური შეხვედრები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ იმოქმედონ ერთობლივად ირანის მიერ ორმუზის სრუტის გადაკეტვის შემთხვევაში. შეხვედრაში მონაწილეობდა ასევე საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტო. როგორც ცნობილი გახდა, შეხვედრაზე განიხილეს გეგმა, რომ ორმუზის სრუტეში სიტუაციის გამწვავების შემთხვევაში აშშ-ის სტრატეგიული მარაგებიდან გამოიყოს ევრო ზონისათვის და იაპონიისთვის 10 მლნ ბარელი ნავთობი და 4 მლნ ბარელი ბენზინი, დიზელი და სამანქანო ზეთი.
საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს ინფორმაციით, აღნიშნული გეგმა იმოქმედებს ერთი თვის განმავლობაში.
შესაბამისად, ნავთობის ფასი ახლო მომავალში დამოკიდებული იქნება ირანის გარშემო შექმნილ ვითარებასთან. იქ არსებული ვითარების ესკალაცია გამოიწვევს ნავთობის ფასის მატებას, ხოლო მისი განმუხტვა - ნავთობის ფასის შემცირებას. რეალურად დღეს ბარელი ნავთობის ფასი იმის გათვალისწინებით, თუ რა ფინანსურ-ეკონომიკური მდგომარეობაა მსოფლიო ში, როგორაა ნავთობის მიწოდება-მოთხოვნილება, გაცილებით დაბალი უნდა იყოს.”
Related Stories