IPO-ს ჩავარდნის გამო მარკ ცუკერბერგს უჩივიან


Thursday, May 24, 2012
News Making Money

კომპანია "რომპეტროლ საქართველოს" ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

10/01/2012 16:51 (134 დღე 10:10 minutes ago)

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

კომპანია  "რომპეტროლ საქართველოს" ახალი ხელმძღვანელი ჰყავს.

 

როგორც "პირWელს" კომპანიიდან აცნობეს, დღეს, 19:00 საათზე სასტუმრო "რედისონში" "რომპეტროლის' სათავო ოფისის ვიცე-პრეზიდენტი ერჟან ორინბასაროვი თანამშრომლებსა და ჟურნალისტებს "რომპეტროლ საქართველოს" ახალ ხელმძღვანელს ნურკენ მურზაგალიევს (Nurken Murzagaliyev) წარუდგენს.

ერჟან ორინბასაროვი საგანგებოდ ამ მოვლენისთვის თბილისში ბუქარესტიდან ჩამოფრინდება.
ნურკენ მურზაგალიევი  "რომპეტროლ საქართველოს" გენერალური დირექტორის პოსტზე ალექსანდრე ალბინს ჩაანაცვლებს. ცვლილება მენეჯმენტის როტაციის ფარგლებში ხორციელდება.

ნურკენ მურზაგალიევს ნავთობის ბიზნესში სოლიდური გამოცდილება გააჩნია. ყაზახეთის 4 დასავლურ რეგონში  ბენზინგასამართი სადგურების  რამდენიმეწლიანი ხელმძღვანელობის შემდეგ მან ორი წელი  "რომპეტროლ ბულგარეთშიც" იმუშავა.

რაც შეეხება ალექსანდრე ალბინს, იგი საქართველოში "რომპეტროლს" 2,5 წელი ხელმძღვანელობდა. ამ პერიოდის განმავლობაში კომპანიამ საქართველოს ბიუჯეტი 170 მილიონი ლარით შეავსო. ალექსანდრე ალბინი საქართველოდან წასვლის შემდეგ "რომპეტროლ ბულგარეთის" გენერალური დირექტორის პოსტს დაიკავებს.

ცნობისთვის, ტრანსნაციონალური კომპანია "რომპეტროლი"  საქართველოს ბაზარზე ექვს წელიწადზე მეტია, მოღვაწეობს და სადღეისოდ ქვეყნის ნავთობბაზარზე ევროსტანდარტის საწვავის უმსხვილეს მომწოდებელს წარმოადგენს. "რომპეტროლ ჯგუფის" მთავარი ოფისი ამსტერდამში მდებარეობს და ამჟამად მსოფლიო ს 20 ქვეყანაში 50-მდე კომპანიას აერთიანებს.

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.



TRAVEL BIZ »
PRESS RELEASES »
FINANCIAL »
UKRAINE »
GEORGIA »
WORLD »
BANKS »
BUSINESS »
TECH »
MARKETS »
B SCHOOLS »
SPECIAL REPORTS »





Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group