
გლობალური ეკონომიკის შენელების მიუხედავად, ძვირადღირებული ავტომობილ ების ბაზარზე ვითარება დადებითია.
| | ADVERTISEMENT | This text is replaced by the Flash movie. |
|
|
| წაიკითხე სმარტფონში |  |
|
გერმანულმა „BMW“-მ და ბრიტანულმა „როლს-როისმა“ 2011 წლის გაყიდვების მონაცემები გამოაქვეყნეს. ავტომწარმოებელთა მდგომარეობის შესახებ დეტალებს „ ამერიკის ხმის “ კორესპონდენტი მილ არსეგა არკვევდა.
ევროპაში ფინანსური გაურკვევლობის და ჩინეთის ეკონომიკის შენელების მიუხედავად, ძვირადღირებული ავტომობილ ების ბაზარი ასეთ კარგ მდგომარეობაში ჯერ არ ყოფილა. ბრიტანულმა ავტომწარმოებელმა „როლს-როისმა“ გასულ წელს 350 ერთეული ულტრაფეშენებელური ავტომობილ ი გაყიდა. მაგალითისთვის, მისი ერთერთი მოდელი - „ფანტომ კუპე“ 450 ათასი დოლარი ღირს. ეს კი 31 პროცენტიანი ზრდაა. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ტორსტენ მიულერ-ოტვოსი ამბობს, რომ მათი ფირმის 107 წლიან ისტორიაში მსგავსი მოგება არ ყოფილა.
„ მსოფლიო ში ყველა ჩვენს ბაზარზე ზრდა ფიქსირდება, მაგრამ ეს განსაკუთრებით აზიის ბაზარს და შეერთებულ შტატებს შეეხება. ჩვენთვის ორივე უდიდესი ბაზარია,“ - ამბობს მიულერი.
„როლს-როისს“ არც გერმანული ავტომწარმოებელი „BMW“ ჩამორჩება. 2011 წლის გაყიდვების მონაცემებით ის „მერსედესის“ და „ტოიოტა ლექსუსის“ სიის სათავეში მოექცა. პოლ ფერაილო კომპანიის წარმოების დაგეგმვას ხელმძღვანელობს.
„შეერთებულ შტატებში დაახლოებით 250 ათასი ავტომობილ ი გავყიდეთ და ეს საუკეთესო წელი იყო. ამის მიზეზი კი ის არის, რომ უამრავი ახალი მოდელი გამოვუშვით და მომხმარებელი კმაყოფილი დარჩა,“ - ამბობს პოლ ფერაილო.
მაღალი კლასის ავტომობილ ების გაყიდვების ზრდა შესაბამისად მსოფლიო ს ეკონომიკაზე ახდენს გავლენას. კონტინენტურ ევროპაში - კერძოდ გერმანისა და რუსეთში გაყიდვები გაორმაგდა. აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში გაყიდვებმა 47 პროცენტს მიაღწია, ხოლო ნავთობით მდიდარ ახლო აღმოსავლეთში კი 23 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა.
„როლს-როისის“ ხელმძღვანელი მიულერ ოტვოსი ამბობს, რომ ფეშენებულურ ავტომობილ ებზე მოთხოვნის გაძლიერება ახლად გამდიდრებულ ადამიანებს და ხელით ნაკეთი ავტომობილ ების შესყიდვის სურვილს უკავშირდება.
„ჩვენი მომხმარებლის უდიდესმა ნაწილმა ბიზნესში წარმატებას მიაღწია და საკუთარი თავის დაჯილდოვების სურვილიც გაუჩნდა,“ - ამბობს მიულერ ოტვოსი.
ძვირადღირებული ავტოწარმოების ექსპერტების ვარაუდით, გაყიდვების ზრდა არ შეჩერდება და 2012 წელს 8 პროცენტს შეადგენს.
სტატია მომზადებულია ამერიკის ხმის ქართული
რედაქციის მიერ. პირველად გამოქვეყნდა ამერიკის ხმის ვებ გვერდზე.
Related Stories