
კომპანია "ვისოლი" "ფინას" სა ავტომობილ ო ზეთების რეალიზაციას იწყებს.
| | ADVERTISEMENT | This text is replaced by the Flash movie. |
|
|
| წაიკითხე სმარტფონში |  |
|
როგორც "პირWელს" "ვისოლიდან" აცნობეს, ფრანგული "ტოტალი" "ვისოლთან" თანამშრომლობას ეფექტურად მიიჩნევს და საქართველოში ბიზნესს აფართოებს.
კომპანიის წარმომადგენელთა ინფორმაციით, "ვისოლის" შვილობილი კომპანია "ვისოლ ავტოექსპრესი", რომელიც მომხმარებელს "ტოტალის" სა ავტომობილ ო ზეთებსა და საპოხ მასალებს ექსკლუზიურად სთავაზობს, ასევე "ტოტალის" შვილობილი ბრენდის "ფინას" სა ავტომობილ ო ზეთების რეალიზაციას ექსკლუზიურ ფასად იწყებს და მომხმარებელს "ფინას" მაღალი ხარისხის სა ავტომობილ ო ზეთების შეძენა 6.50 ლარიდან შეეძლება".
"ვისოლის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის სოსო ფხაკაძის განცხადებით, "ტოტალის" საქართველოში შემოსვლა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის შემდგომი განვითარების გზაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო".
"მოხარული ვართ, რომ ფრანგული ნავთობგიგანტისთვის საქართველოში ბიზნესი ს წარმოება მიმზიდველია. 'ვისოლ ავტოექსპრესი" მომხმარებელს "ტოტალის"მაღალი ხარისხის კიდევ ერთ პროდუქტს ექსკლუზიურად სთავაზობს. ის, რომ ფრანგ პარტნიორებს სტიმული აქვთ, საქართველოში უფრო მეტი ინვესტიცია განახორციელონ, არა მხოლოდ "ვისოლის" მიღწევაა, არამედ იმ ეკონომიკური კურსის შედეგი, რომლითაც ჩვენი ქვეყანა ვითარდება", - განაცხადა ფხაკაძემ.
კომპანიის წარმომადგენელთა ინფორმაციით, "ვისოლ ავტოექსპრესის" სერვის-ცენტრებში მომხმარებელს 'ფინას" ნახევრადსინთეტიკური ტიპის ძრავის ზეთებისა და მინერალის ტიპის ძრავის ზეთების შეძენის შესაძლებლობა მთელი საქართველოს მასშტაბით აქვს, მათი ხარისხობრივი მაჩვენებლები API-ს ამერიკური ხარისხის სტანდარტისა და ECEA-ს ევროპული ხარისხის სტანდარტის მაჩვენებლებს შეესაბამება. ნახევრადსინთეტიკური ტიპის ძრავის ზეთები როგორც ერთ, ისე ხუთლიტრიან ქილებში იყიდება. მისი შეძენა ასევე შესაძლებელია ლიტრობით. "ფინას" სა ავტომობილ ო ზეთების ფასი 6.50 ლარიდან იწყება.
ცნობისთვის, „ვისოლ ავტოექსპრესი" საქართველოს ბაზარზე 2011 წლიდან დამკვიდრდა. კომპანიის ავტომომსახურების ცენტრები "ტოტალის" ფრანგული სა ავტომობილ ო ზეთებისა და სხვა საპოხი მასალების გარდა, მომხმარებელს საბურავებს, ვულკანიზაციისა და ბალანსირების სრულ მომსახურებასაც სთავაზობს.
Related Stories