ივანიშვილი სააკაშვილს მიმართავს ხელი არ მოაწეროს საკონსტიტუციო ცვლილებას


Thursday, May 24, 2012
News Making Money

ნავთობკომპანიების დაჯილდოვების ცერემონიალზე „თეგეტა მოტორსი“ დააჯილდოვეს

04/02/2012 13:13 (109 დღე 13:58 minutes ago)

tegeta_motors.jpg

გუშინ, 3 თებერვალს, 19 საათზე სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“ ნავთობპროდუქტების მწარმოებელთა, იმპორტიორთა და მომხმარებელთა კავშირის ორგანიზებით გაიმართა ნავთობკომპანიების დაჯილდოვების ტრადიციული ცერემონიალი.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში


ნომინანტებს შორის წარდგენილი იყო  კომპანია „თეგეტა მოტორსი“,  რომელსაც გადაეცა ჯილდო როგორც „2011 წლის საუკეთესო ხარისხის მქონე კომპანიას ავტოპროდუქტებისა და სერვისის დარგში“.


შესაბამის ნომინაციაზე კომპანიის წარდგენა უპირველეს ყოვლისა განაპირობა უმაღლესი ხარისხის ავტოპროდუქტებმა, სწორმა და მაღალკვალიფიციურმა მენეჯმენტმა და საერთაშორისო სტანდარტების სერვის ცენტრებმა, რომელთაც „თეგეტა მოტორსი“ ათასობით ერთგულ მომხმარებელს სთავაზობს.


აღნიშნული ღონისძიება იყო ერთგვარი შეჯამება წლის განმავლობაში ნავთობპროდუქტების ბიზნეს სექტორში მიმდინარე მოვლენებისა.


ოფიციალური ცერემონიალის დაწყებამდე ცალკე დარბაზში ადგილი დაეთმო თითოეული კომპანიის სტენდს, სადაც განთავსებული იყო გამარჯვებული კომპანიების წლის მნიშვნელოვანი მოვლენების ამსახეველი სურათები, საინფორმაციო მასალები და სუვენირები.


ღონისძიებას ესწრებოდნენ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წევრები, საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური მისიების, სხვადასხვა ორგანიზაციებისა და ბიზნეს წრეების წარმომადგენლები.


ღონისძიებისთვის პრიზები დაამზადა ცნობილმა მოქანდაკე, ირაკლი წულუკიძემ. ოფიციალური ცერემონიალის შემდეგ გაიმართა ალა-ფურშეტი.

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.



TRAVEL BIZ »
PRESS RELEASES »
FINANCIAL »
UKRAINE »
GEORGIA »
WORLD »
BANKS »
BUSINESS »
TECH »
MARKETS »
B SCHOOLS »
SPECIAL REPORTS »





Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group