ივანიშვილი მზად არის, საქართველოს პრეზიდენტს სატელევიზიო დებატებში დაუპირისპირდეს


Thursday, May 24, 2012
News Making Money

"ვისოლმა" გუდაურში პირველი ავტოგასამართი სადგური გახსნა

04/02/2012 13:38 (109 დღე 13:34 minutes ago)

wissol_copy.jpg

კომპანია "ვისოლმა" გუდაურში პირველი ავტოგასამართი სადგური გახსნა.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

როგორც "პირWელს" კომპანიიდან აცნობეს, ახლო მომავალში ახალი ობიექტის ტერიტორიაზე სუპერმარკეტი "სმარტიც" იფუნქციონირებს. ავტოგასამართ სადგურსა და "სმარტის" სუპერმარკეტში 60-მდე ადამიანი დასაქმდება.

"თანამედროვე სტანდარტების ავტოგასამართი სადგურისა და სუპერმარკეტ "სმარტის" არსებობა გუდაურში მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ზამთრის სპორტის მოყვარულებისთვის, რომლებიც კურორტს სეზონზე სტუმრობენ, არამედ ადგილობრივი მოსახლეობისა და სატრანზიტო მარშრუტით მოძრავი ადამიანებისთვისაც. შესაბამისად, მოხარულნი ვართ, რომ წვლილი შეგვაქვს განახლებული გუდაურის მშენებლობა ში", - აცხადებს "ვისოლის" გენერალური დირექტორი ვასილ ხორავა. 

ახალ ავტოგასამართ სადგურზე, ისევე, როგორც "ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას" მთელს ქსელში პროდუქტისა თუ მომსახურების ხარისხისა და უსაფრთხოების ნორმები ევროპულ სტანდარტებს შეესაბამება.

ამასთან, "ვისოლი" გუდაურში მომხმარებელს ნავთობპროდუქტების ფართო არჩევანს შესთავაზებს და სხვა პროდუქტებთან ერთად ახალ ავტოგასამართ სადგურზე "ევრო ხუთის" სტანდარტის იტალიური "აპიც" გაიყიდება. მაღალტექნოლოგიური ამერიკული საწვავის მიწოდების სისტემა კი, რომელიც "ვისოლის" ყველა ავტოგასამართ სადგურზეა დამონტაჟებული, მომხმარებლისთვის საწვავის მიწოდებას 100%-იანი სიზუსტით ახდენს.

ცნობისთვის, ახლადგახსნილ ავტოგასამართ სადგურებზე დასაქმებულ პირებს შესაბამისი ტრენინგი ჩაუტარდათ. "ვისოლის" ავტოგასამართ სადგურზე დასაქმებული ყველა თანამშრომელი დაზღვეულია და უფასო კვებით სარგებლობს.

"ვისოლს" საკუთრებაში არსებული ავტოგასამართი სადგურების ყველაზე ფართო ქსელი აქვს საქართველოში. წლის ბოლომდე "ვისოლის" ქსელს კიდევ რამდენიმე ავტოგასამართი სადგური დაემატება.

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.



TRAVEL BIZ »
PRESS RELEASES »
FINANCIAL »
UKRAINE »
GEORGIA »
WORLD »
BANKS »
BUSINESS »
TECH »
MARKETS »
B SCHOOLS »
SPECIAL REPORTS »





Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group