| "აფბა": სომხეთში ექსპორტირებული ქართული მედიკამენტები იქ უფრო იაფი ღირს, ვიდრე საქართველოში |
|
29/03/2010 17:25 (681 დღე 01:56 minutes ago) | ||||||||||||
|
"ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის" განცხადებით, კომპანია "ავერსის" მიერ საქართველოში წარმოებული რიგი მედიკამენტები სომხეთში უფრო იაფი ღირს.
ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე "აფბას" წევრმა შოთა ბუჩუკურმა განაცხადა. "მრავალი წელია, ფარმაცევტული ბაზარი ქვეყანაში დიდი მითქმა-მოთქმის საგანია. ძალიან ხშირად ისმება კითხვა, რატომ არის მედიკამენტებზე ფასები მაღალი. გაკვირვებას იწვევს ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაცია, რომლის თანახმად, კომპანია "ავერსის" მიერ საქართველოში წარმოებული მედიკამენტები, რომელთა ექსპორტს "ავერსი" სომხეთში ახორციელებს, იქ ბევრად იაფი ღირს, ვიდრე საქართველოში", - განაცხადა ბუჩუკურმა და დასძინა, რომ ფასებს შორის სხვაობა 10-50%-ის ფარგლებში მერყეობს. აღნიშნულის მაგალითად მან "ავერსის" მიერ წარმოებული მედიკამენტი "დიკლოფეროლი" მოიყვანა.
"პირWელი" კომენტარისთვის კომპანია "ავერსს" დაუკავშირდა, რომელმაც აღნიშნული ინფორმაცია უარყო.
"ახალგზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია" საქართველოში ფარმაცევტული ბაზრის კვლევას იწყებს. "აფბას" ინიციატივა ფარმაცეტულ ბაზარზე არსებული ვითარების განუზომლად დიდი სოციალურ-ეკონომიკური მნიშვნელობით არის განპირობებული, მით უფრო იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში მილიონზე მეტი ადამიანი სიღარიბის ზღვარს ქვემოთაა და როცა 800 ათასზე მეტი პენსიონერის შემოსავლის ძირითადი ნაწილი მედიკამენტებზე იხარჯება", - აცხადებენ ორგანიზაციაში.
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა! |
|
|

