| საქართველო C ჰეპატიტის გავრცელების ლიდერია |
|
01/04/2010 16:04 (677 დღე 15:44 minutes ago) | ||||||||||||
|
არსებული სტატისტიკით, საქართველოში 200 ათასი ადამიანი C ჰეპატიტითაა დაავადებული, რაც მთელი მოსახლეობის 7%–ს შეადგენს, იტყობინება რადიო კომერსანტი.
ამ ინფორმაციას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აქვეყნებს.
მათი თქმით, დაავადების გავრცელების მხრივ საქართველოს აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალური აზიის რეგიონში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს. პაციენტთა უმრავლესობას კი მკურნალობის ხარჯების დაფარვა არ შეუძლია, რადგან C ჰეპატიტის გამოკვლევა საშუალოდ 1600 ლარი, მკურნალობის კურსი კი 9 ათასი ევრო ჯდება. მაღალი ფასის გამო კი სადაზღვევო კომპანიები C ჰეპატიტის გამოკვლევისა და მკურნალობის ხარჯებს არ ანაზღაურებენ. ამასთან, ამ დაავადებასთან დაკავშირებით არ არსებობს სახელმწიფო პროგრამა და ოფიციალური სტატისტიკური მონაცემები.
ამ საკითხთან დაკავშირებით „ბრიტანულ-ქართული პროფესიული ქსელი“ (UGPN) და ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“ სასტუმრო „ბეტსიში“ აწყობენ მრგვალ მაგიდას, სადაც განიხილება C ჰეპატიტის მკურნალობის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული პრობლემები და ამ პროცესში სახელმწიფოს ჩართულობის გაზრდის შესაძლებლობები.
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა! |
|
|

