| რუსეთში წამლების ფასების სახელმწიფო რეგულაცია დაიწყო |
|
01/04/2010 18:19 (677 დღე 14:49 minutes ago) | ||||||||||||
|
რადიო კომერსანტის ცნობით, რუსეთში ძალაში შევიდა კანონი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პრეპარატების ფასების სახელმწიფო რეგულირების შესახებ.
დღეიდან იმ პრეპარატების გაყიდვა, რომელთა ფასები დარეგისტრირებული არ არის, აიკრძალება.
ფასწარმოქმნის ერთიანი მეთოდიკის მიუხედავად, ფედერაციის ყოველ სუბიექტს თავისი ლოჯისტიკური კოეფიციენტი გააჩნია.
მოსკოვისა და მოსკოვის ოლქის ტერიტორიაზე 50 რუბლის ფარგლებში ღირებულების პრეპარატების მწარმოებლის ფასის საბითუმო დანამატი 20 პროცენტს შეადგენს, საცალო Kკი _ 32 პროცენტს. 50-დან 500 რუბლამდე ღირებულების პრეპარატების საბითუმო დანამატი 15 პროცენტია, საცალო კი _ 28 პროცენტი. 500 რუბლის ზემოთ ღირებულების წამლების საბითუმო და საცალო დანამატი შესაბამისად 10 და 15 პროცენტს აღწევს.
ექსპერტების შეფასებით, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პრეპარატების წილი აფთიაქებში 30 პროცენტს შეადგენს. ფასის დანამატის შეზღუდვამ, შესაძლოა, აფთიაქების შემოსავალზე არსებითი გავლენა იქონიოს. თუმცა ამ სეგმენტში დანაკარგების ანაზღაურებას აფთიაქები დანარჩენი ასორტიმენტის ღირებულების გაზრდით მოახდენენ.
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა! |
|
|

