| „ბლოკ-ჯორჯია" „ასი ახალი საავადმყოფოს“ პროექტს გამოეთიშა |
|
07/04/2010 12:58 (671 დღე 20:29 minutes ago) | ||||||||||||
|
„ბლოკ-ჯორჯია" ასი ახალი საავადმყოფოს" პროექტს ჩამოაშორეს, იუწყება რადიო კომერსანტი.
ოფიციალური განცხადება რამდენიმე წუთის წინ ჯანდაცვის მინისტრმა ალექსანდრე კვიტაშვილმა გააკეთა, მინისტრის განცხადებით "ბლოკ-ჯორჯიამ" აღებული ვალდებულებები ვერ შეასრულა. ამიტომ კომპანიას საჯარიმო სანქციები დაეკისრება და ყველა სამედიცინო დაწესებულება და ვალდებულება ჩამოერთმევა. დაითვლება კომპანიის მიერ აღნიშნული პროგრამის ფარგლებში დახარჯული ინვესტიციის ოდენობაც, რომელიც საჯარიმო თანხას გამოაკლდება.
კვიტაშვილის ინფორმაციითვე, "ბლოკ-ჯორჯიას" ლოტები აუქციონზე ხელახლა გამოვა. აუქციონი კი ამ წუთებში ჯანდაცვის სამინისტროში იმართება და მასში მონაწილეობას ის სადაზღვევო კომპანიები იღებენ, რომლებსაც სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამებში მონაწილეობის გამოცდილება აქვთ.
შეგახსენებთ, რომ " ბლოკ ჯორჯიას" ასი ახალი საავადმყოფოს პროექტში 120 მილიონის ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა, ამ მიზნით კი კომპანია ჩეხეთის „ექსპორტ-იმპორტ ბანკისგან“ სესხის მიღებას ვარაუდობდა, რამდენიმე დღის წინ კომპანიის ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ სესხისთვის აუცილებელი სახელმწიფო დაზღვევა მიიღეს და კრედიტი 99 პროცენტით დამტკიცებული იყო. ამასთან, მენეჯმენტი აცხადებდა, რომ სესხის ვერ მიღების შემთხვევაში კომპანია აღებული ვალდებულების 60 პროცენტს სხვადასხვა გზებით მოძიებული სესხით შეძლებდა.
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა! |
|
|


