| გერმანიის მთავრობა წამლებზე ფასებს ამცირებს |
|
07/04/2010 13:06 (671 დღე 18:53 minutes ago) | ||||||||||||
|
გერმანიის ჯანდაცვის სამინისტრომ შეიმუშავა მედიკამენტების ბაზრის რეფორმის პროექტი, რომელმაც შესაძლოა უმსხვილეს ფარმაცევტულ კონცერნებს მილიარდობით ზარალი მოუტანოს, იტყობინება რადიო კომერსანტი.
კერძოდ, საუბარია იძულებითი ფასდაკლებების 6–დან 16%–მდე გაზრდის შესახებ. ეს იმ წამლებს შეეხება, რომლებზედაც მანამდე იძულებითი ფასდაკლება არ ვრცელდებოდა.
სპეციალისტების შეფასებით, ყველაზე დიდ ზარალს კომპანია Roche მიიღებს, რადგან აქამდე ფასების შეზღუდვა მისი მედიკამენტების მხოლოდ ნაწილს შეეხებოდა, ახლა კი იძულებითი ფასდაკლებები პრაქტიკულად მთელ მის პროდუქციაზე გავრცელდება.
კონცერნებს Bayer–სა და Merck–ს შემოსავლები გაფანტული სკლეროზის სამკურნალო პრეპარატების სეგმენტში შეუმცირდება, ასევე დაზარალდება ონკოლოგიური წამლების ბაზარი. იძულებითი ფასდაკლებები შეეხება უახლეს ანტირევმატულ საშუალებებს, რამდენიმე ნევროლოგიურ და დიაბეტურ ჯგუფს.
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა! |
|
|


