| „ავერსი“ ავტომობილს გაათამაშებს |
|
15/04/2010 14:47 (663 დღე 16:11 minutes ago) | ||||||||||||
|
კომპანია „ავერსი“ დაგროვებითი ფასდაკლების ,,მტრედი ბარათის’’წამახალისებელ გათამაშებას გამართავს, უწყება რადიო კომერსანტი.
გათამაშება უკვე მეორედ იმართება და მათავარი პრიზი ავტომობილ ი „სუზუკი გრანდ ვიტარა“ იქნება. გათამაშდება ასევე „ავერსის“ კლინიკის 500–ლარიანი ბარათი, „აჰავას“ და „დოლივას“ კოსმეტიკა, ნოუთბუქი და საგზური როგორც საქართველოს ისე ევროპის კურორტებზე. „მტრედი ბარათი“ – ეს არის დაგროვებითი ბარათი, რომელიც კომპანიამ 2007 წლის ნოემბერში შექმნა. ბარათის მეშვეობით მომხმარებელს „ავერსის“ სააფთიაქო ქსელში სხვადასხვა ფასდაკლებებით სარგებლობა შეუძლია.
გათამაშება 18 აპრილს „რუსთავი 2’–ის ეთერში საღამოს 18. 30 საათზე შედგება.
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა! |
|
|

