| 15 აპრილის მონაცემებით, საქართველოში შიდსის ვირუსით ინფიცირების 2350 შემთხვევაა რეგისტრირებული |
|
21/04/2010 19:28 (657 დღე 23:53 minutes ago) | ||||||||||||
|
2010 წლის 15 აპრილის მონაცემებით, საქართველოში შიდსის ვირუსით ინფიცირების 2350 შემთხვევაა რეგისტრირებული, უწყება პირWელი.
საქართველოს შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის ინფორმაციით, 2350 შემთხვევიდან 1740-ში მამაკაცია ინფიცირებული, ხოლო 610-ში - ქალი. პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 40 წლამდე ასაკისაა. ამასთან, პაციენტებში შიდსის განვითარების მძიმე სტადიის მაჩვენებელმა 1319-ს მიაღწია, დაავადებულთაგან 502 გარდაიცვალა. ამასთანავე, აივ ინფექცია/შიდსის რეგისტრირებული შემთხვევების უკან დაახლოებით 4000-მდე არარეგისტრირებული შემთხვევა დგას.
მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო სტატისტიკით, საქართველო შიდსის დაბალი პრევალენტობის ქვეყნებს მიეკუთვნება და ამ ქვეყნებს შორისაც ერთ-ერთი ბოლო ადგილი უკავია, ისეთი მცირერიცხოვანი ქვეყნისათვის, როგორიც საქართველოა, ეს საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში შიდსით ინფიცირებულთა მკურნალობის ხარჯებს გლობალური ფონდის ცენტრი და სახელმწიფოს ბიუჯეტი ფარავს. მკურნალობა როგორც პრაქტიკულ და ლაბორატორიულ კვლევებს, ასევე ინფიცირებულის მედიკამენტებით უზრუნვეყოფას მოიცავს, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებულ პირს გამოკვლევა რაიმე ოფიციალური ცნობისთვის სჭირდება, მისი ღირებულება 17 ლარს შეადგენს.
შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში აივ-ინფექცია/შიდსის პირველი შემთხვევა 1989 წელს გამოვლინდა. ამის შემდეგ სტატისტიკა თითქმის ყოველწლიურად იზრდება. ყველაზე მაღალი მაჩვენებელი - 385 შემთხვევა 2009 წელს დაფიქსირდა, 2010 წლის 15 აპრილის მონაცემებით კი, შიდსით ინფიცირების 114 ახალი შემთხვევა იყო გამოვლენილი.
სტატისტიკური მონაცემების თანახმად, რეგიონების მიხედვით აივ/ინფიცირებულთა განაწილების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი – 773 შემთხვევა თბილისშია დაფიქსირებული. რეგიონებში ამმხრივ ყველაზე მძიმე ვითარება სამეგრელოში, აჭარასა და იმერეთშია. რაც შეეხება აივ/ინფექციის გავრცელების თავისებურებებს, როგორც აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, ისე საქართველოში შიდსის გავრცელების უპირველეს რისკ-ჯგუფს 59 %-ით ინტრავენური ნარკომანები განეკუთვნებიან, მეორე ადგილს 37,1 %-ით ჰეტერო- და ჰომო- სექსუალური კონტაქტები იკავებს. მათ ინფექციის სისხლის გადასხმით, ვერტიკალური და სხვა დაუდგენელი გზებით გადაცემა მოსდევს. ც
ნობისთვის, შიდსი დედამიწის ხუთივე დასახლებული კონტინენტის 213 ქვეყანაშია რეგისტრირებული. მსოფლიო ში ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე შიდსის დიაგნოზით 20 მლნ ადამიანია გარდაცვლილი.
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა! |
|
|


