“ღმერთმა დაგვიფაროს, არანაირი რევოლუცია!“

This text is replaced by the Flash movie.

Wednesday, February 8, 2012
News Making Money

საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე 65 კომპანიას შორის 59.9%-იანი წილით "ავერსი რაციონალი" ლიდერობს

28/04/2010 17:22 (651 დღე 01:55 minutes ago)

საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე დარეგისტრირებულ 65 კომპანიას შორის 59.9%-იანი წილით "ავერსი რაციონალი" ლიდერობს.

ADVERTISEMENT
წაიკითხე სმარტფონში

 

ამის შესახებ "ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნსმენთა ასოციაციის" პრეზიდენტმა მერაბ ჯანიაშვილმა საქართველოს ფარმაცევტული ბაზრის კვლევის  პირველადი შედეგების  პრეზენტაციაზე განაცხადა, იტყობინება პირWელი. 

 

"2009 წლის პირველი ნახევრის მონაცემებით, მსხვილი მწარმოებლებიდან ფარმაცევტული ბაზარი ძირითადად ორ კამპანიას – "პსპ"-ს (29.9%) და "ავერსს" (59.9%) შორისაა გადანაწილებული, დანარჩენი კომპანიების წილი კი ბაზარზე უმნიშვნელოა", - განაცხადა ჯანიაშვილმა. მისივე თქმით, კვლევის მიმდინარეობისას გამოვლინდა, რომ ქვეყანაში ფარმაცევტული საქონლის იმპორტით 94 კომპანიაა დაკავებული და ამმხრივ ბაზარზე წამყვან პოზიციებს "პსპ" და "GPC" ინაწილებენ. ცნობისთვის, ფარმაცევტული ბაზრის კვლევა "აფბამ" მიმდინარე წლის 29 მარტს დაიწყო.

 

კვლევის ძირითად მიმართულებებს ქართული ფარმაცევტული ბაზრის სტრუქტურის, პრეპარატების რეგისტრაციის პრაქტიკის, იმპორტირებული და ადგილობრივი წარმოების პრეპარატების ხარისხის, საფასო პოლიტიკის, ფარმაცევტული საქონლის იმპორტის და ექსპორტის სტრუქტურის, მედიკამენტების წარმოების ადგილობრივი ბაზრის და ფარმაცევტულ და სადაზღვევო კომპანიებს შორის არსებული ურთიერთობების გარკვევა წარმოადგენდა. 

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.









Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group