| გაიაფება ყველაზე მოთხოვნად მედიკამენტებზე არ მომხდარა, კვლევა |
|
28/04/2010 19:10 (650 დღე 22:42 minutes ago) | ||||||||||||
|
ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციაციის მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, 2010 წლის მარტში მსხვილი იმპორტიორების მიერ 500 მედიკამენტზე გამოცხადებული ფასდაკლების მიუხედავად, 30 ყველაზე მოთხოვნადი მედიკამენტიდან გაიაფდა მხოლოდ 3, ხოლო გაძვირდა 11 მათგანი, დანარჩენ 16 დასახელების მედიკამენტს გაიაფების პროცესი არ შეხებია.
საინტერესო სურათი იკვეთება სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სახელმწიფო სააგენტოს ოფიციალური ინფორმაციით (2009 წლის 6 თვის მონაცემები, სამწუხაროდ, უფრო ახალ ინფორმაციას სააგენტო არ აქვეყნებს): საქართველოში იმპორტირებული ყველაზე ძვირადღირებული და იმავდროულად ფართო მოხმარების მედიკამენტების პირველი ოცეულიდან გაიაფდა 3 წამალი, გაძვირდა 7, ხოლო დანარჩენ 10-ს ეს ცვლილებები არ შეხებიათ.
დღეისთვის, საქართველოში 65 ფარმაცევტული წარმოებაა რეგისტრირებული. მათ შორის მსხვილი მწარმოებლების მიერ ბაზარი შემდეგნაირადაა გადანაწილებული (2009 წლის პირველი 6 თვის მონაცემებით): `ავერსი რაციონალი~ - 59,9 %; GMP- 29,9 %; `ბიოფარმი~ - 2,9 %; `ბათფარმა~ - 2,5%; `ბიოტექსი~ - 2%; ბაზრის დანარჩენ ფიგურანტთა წილი 0,1 – დან 0,9 % -მდე მერყეობს.
ქვეყანაში ფარმაცევტული საქონლის იმპორტით 94 კომპანიაა დაკავებული. მსხვილ იმპორტიორთა შორის ბაზრის წილი შემდეგნაირადაა გადანაწილებული (2009 წლის პირველი 6 თვის მონაცემებით): PშP- 16,8 %; `ავერსი~ - 14,4 %; `გლობალ ფარმი~ - 10,7 %; GPჩ- 9,3 %; `ABჩ ფარმაცია ~ - 4,6 %; ბაზრის დანარჩენ ფიგურანტთა წილი 0,1 – დან 3,6 % -მდე მერყეობს.
აღნიშნული მონაცემები ოფიციალურია და `სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სახელმწიფო სააგენტოს~ მიერაა მოწოდებული.
`აფბა~ ამ ეტაპზე საზოგადოების ყურადღებას ამახვილებს საქართველოში მედიკამენტების ხარისხის კონტროლის სისტემასა და ბოლო პერიოდში, მსხვილი ფარმაცევტული კომპანიების მიერ გამოცხადებული, ერთდროულად 500-მდე მედიკამენტის გაიაფების პრაქტიკის რეალურ ასპექტებზე.
ასოციაციის პოზიციით, საქართველოში ფარმაცევტულ ბაზარზე ერთ-ერთი პრობლემატური საკითხი მედიკამენტების ხარისხის კონტროლის სუსტი სისტემაა.
2002 წლის 3 მაისს ფარმაცევტულ ბაზარზე წამლების სერიული კონტროლის მიზნით, ჯანდაცვის სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც ქვეყანაში სავალდებულო სერიულ კონტროლს დაექვემდებარა: ა) სუბსტანციები; ბ) ნარკოტიკული და სანარკოზე საშუალებები; გ) ვაქცინები და შრატები; დ) სისხლის პრეპარატები, სისხლის შემცვლელები და ხსნარები კონსერვაციისთვის; ე) ანტიბიოტიკები; ვ) საინფუზიო გადასასხმელი ხსნარები; ზ) საინექციო სამკურნალო საშუალებები; თ) თვალის წვეთები; ი) პედიატრიული წამლები.
ამ გადაწყვეტილების მიღებიდან დაახლოებით ერთ თვეში მასში ცვილებები შევიდა, რომლის თანახმადაც ე; ვ; ზ; თ და ი ქვეპუნქტებში შემავალი წამლების სერიული წარმოება კონტროლს აღარ ექვემდებარება (ჯანდაცვის მინისტრის 2002 წლის #141/ნ ბრძანება).
ამასთან, აღსანიშნავია, რომ ფართო მოხმარების წამლებზე სერიული კონტროლის გაუქმების მიუხედავად, საქართველოში კანონით სავალდებულოა წამლების შერჩევითი კონტროლი, რომელსაც 2008 წლის 8 იანვრამდე `წამლის სააგენტო~ ახორციელებდა, მისი გაუქმების შემდგომ კი ეს ფუნქცია დღეისათვის საქართველოში ფარმაცევტულ ბაზარზე პასუხისმგებელ ერთადერთ ორგანოს `სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სახელმწიფო სააგენტოს~ ევალება.
2005 წელს `წამლის სააგენტომ~ სამკურნალო საშუალებების ხარისხის კონტროლის მიზნით შეისწავლა 464 მედიკამენტი. საიდანაც არარეგისტრირებული და გაურკვეველი წარმოშობის აღმოჩდა - 149 დასახელება (32%), ხოლო წუნდებული და ფალსიფიცირებული - 26 დასახელება (6%). ანუ შესწავლილი მედიკამენტების 38% ვერ აკმაყოფილებდა სტანდარტებს. 2007 და 2008 წლებში წამლის სააგენტომ ტენდერში გამარჯვების შემდეგ კონტრაქტი გაუფორმა ფარმაცევტულ ლაბორატორია `ჯეოლაბს~. ლაბორატორიამ 2007 წელს 236 მედიკამენტი გამოიკვლია, საიდანაც 39 დასახელების მედიკამენტი (17%) უვარგისი აღმოჩნდა. ამასთან "ჯეოლაბმა" შეამოწმა 97 სარეგისტრაციო ნიმუში. საიდანაც 12-ის ანალიზის მეთოდები უვარგისი იყო, 43 კი ე.წ. რისკის ჯგუფს წამოადგენდა.
2008 წელს „ჯეოლაბმა“ გამოიკვლია 47 სარეგისტრაციო ნიმუში და 39 მედიკამენტი. აღმოჩნდა, რომ 39 მედიკამენტიდან უვარგისი არცერთი არ იყო, ხოლო 47 სარეგისტრაციო ნიმუშიდან 3 უვარგისი, ხოლო 7-ის ვარგისიანობა არ დასტურდებოდა.
2009 წლის და 2010 წლის განვლილი პერიოდის მონაცემები ჯერ-ჯერობით ხელმიუწვდომელია.
როგორც წესი, `სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სახელმწიფო სააგენტო~ შესასწავლ მედიკამენტთა სიას ე.წ. `რისკის ჯგუფიდან~ არჩევს, თუმცა, `აფბა~ მიიჩნევს, რომ, იმ პირობებში, როცა სააგენტო მხოლოდ ერთი ლაბორატორიის მონაცემებს ეყრდნობა და არ არსებობს შედარებითი ანალიზის საშუალება, ბაზარზე მიმოქცევადი 6000-ზე მეტი დასახელების მედიკამენტიდან `რისკის ჯგუფში~ მათი 1 %-ზე ნაკლების მოხვედრა, ბაზარზე არსებულ რეალურ სურათს ვერ წარმოაჩენს. სავარაუდოდ, ეს აიხსნება ლაბორატორიული შემოწმებებისათვის საჭირო დანახარჯების სიძვირით, რისი რესურსიც, როგორც ჩანს, სააგენტოს არ გააჩნია. ამდენად, სახელმწიფო ვერ ახერხებს ბაზარზე ხარისხის სრულფასოვან კონტროლს და მომხმარებელი პრაქტიკულად დაუცველი რჩება.
მომხმარებელი იძულებულია ბრმად ენდოს მსხვილ ფიგურანტთა კეთილსინდისიერებას.
2010 წლის 24 მარტიდან 15 აპრილამდე ქართული რეალობისთვის საკმაოდ მოულოდნელად, მსხვილმა იმპორტიორმა კომპანიებმა შეთანხმებით და ერთდროულად გამოაცხადეს 500-მდე მედიკამენტის 0,3 %-დან 48 %-მდე გაიაფების შესახებ. ეს აიხსნა ფარმაცევტულ კანონმდებლობაში გატარებული ცვლილებებით, რამაც ფარმაცევტული ბაზრის მონაწილეთა განცხადებებით კონკურენცია გაამძაფრა. სხვა საკითხია, რამდენად ასახავს ამგვარი ახსნა რეალობას. `აფბა~ ამ საკითხს კვლევის სხვადასხვა ეტაპებზე აუცილებლად დაუბრუნდება.
ამ ეტაპზე `აფბამ~ თხოვნით მიმართა საბითუმო და საცალო ბაზრის წამყვან ფიგურანტებს (PშP, `ავერსი~, GPშ), მოეწოდებინათ გაიაფებული მედიკამენტების სრული ჩამონათვალი. `აფბას~ უპირატესი ინტერესის საგანი იყო, დაედგინა რამდენად შეეხო გაიაფება ყველაზე მოთხოვნადი მედიკამენტების ჯგუფს. ყველაზე მოთხოვნადი მედიკამენტების ჯგუფის დასახელება `აფბამ~ ზემოხსენებულ კომპანიებს სთხოვა. კომპანია GPჩ-დან ასეთად 17 მედიკამენტი დასახელდა, აღმოჩნდა, რომ გაიაფება არც ერთს არ შეხებია, ხოლო ერთი პრეპარატი, კერძოდ `დიპროსპანი~ პირიქით, 6 %-ით გაძვირდა. კომპანია `ავერსმა~ `აფბას~ თხოვნაზე, მოეწოდებინა მის ქსელში ყველაზე მოთხოვნადი მედიკამენტების ჯგუფის ჩამონათვალი, უპასუხა, რომ ასეთი ჯგუფი მისი ქსელის სხვადასხვა აფთიაქში სხვადასხვაა და ამდენად ზუსტი პასუხის გაცემა გაძნელდებოდა.
`აფბამ~, საკუთარი ძალებით, პრაქტიკოს ფარმაცევტთა გამოკითხვის გზით, შეადგინა ყველაზე მოთხოვნადი მედიკამენტების 30 დასახელებიანი ჯგუფი: სურათი შემდეგნაირად ჩამოყალიბდა:
1. პრედუქტალი – არ შეხებია გაძვირება/გაიაფების პროცესი 2. არიფონ რეტარდი – გაიაფდა 19%-ით 3. ენაპი H – არ შეხებია გაძვირება/გაიაფების პროცესი 4. მეზიმ ფორტე – გაიაფდა 20%-ით 5. ციტრამონი - არ შეხებია გაძვირება/გაიაფების პროცესი 6. კეტანოვი – არ შეხებია გაძვირება/გაიაფების პროცესი 7. კეტონალი _ – გაიაფდა 34%-ით 8. ენალაპრილიH – გაძვირდა 5,62% -ით 9. დიკლოფეროლი – არ შეხებია გაძვირება/გაიაფების პროცესი 10. მილდრექსინი – გაძვირდა 6% -ით 11. ანალგინი – არ შეხებია გაძვირება/გაიაფების პროცესი 12. პარაცეტამოლი - არ შეხებია გაძვირება/გაიაფების პროცესი 13. ამპიცილინი – გაძვირდა 6% -ით 14. ამპიოქსი – არ შეხებია გაძვირება/გაიაფების პროცესი 15. ვალიდოლი – არ შეხებია გაძვირება/გაიაფების პროცესი 16. სტრეპტოციდი – არ შეხებია გაძვირება/გაიაფების პროცესი 17. ომეპრაზოლი – გაძვირდა 6,5%-ით 18. ვალერიანი – გაძვირდა 14%-ით 19. კორვალოლი – არ შეხებია გაძვირება/გაიაფების პროცესი 20. იოდი – გაძვირდა 6,5%-ით 21. კორსიზი – გაძვირდა 5,26%-ით 22. ლიზლი - სიროფი - გაძვირდა 6%-ით 23. ავექსოლი - არ შეხებია გაძვირება/გაიაფების პროცესი 24. პულმოლანი – გაძვირდა 6,1%-ით 25. იმუნორიცი – გაძვირდა 5,79%-ით 26. დიდროფი – გაძვირდა 5,8%-ით 27. ნოშპა - არ შეხებია გაძვირება/გაიაფების პროცესი 28. ფესტალი - არ შეხებია გაძვირება/გაიაფების პროცესი 29. კორდარონი - არ შეხებია გაძვირება/გაიაფების პროცესი 30. ესენციალ–ფორტე - არ შეხებია გაძვირება/გაიაფების პროცესი
აღმოჩნდა, რომ 30 ყველაზე მოთხოვნადი მედიკამენტიდან გაიაფდა მხოლოდ 3, ხოლო გაძვირდა 11 მათგანი, დანარჩენ 16 დასახელების მედიკამენტს გაიაფების პროცესი არ შეხებია.
საინტერესო სურათი იკვეთება სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სახელმწიფო სააგენტოს ოფიციალური ინფორმაციით (2009 წლის 6 თვის მონაცემები, სამწუხაროდ, უფრო ახალ ინფორმაციას სააგენტო არ აქვეყნებს): საქართველოში იმპორტირებული ყველაზე ძვირადღირებული და იმავდროულად ფართო მოხმარების მედიკამენტების პირველი ოცეულიდან გაიაფდა 3 წამალი, გაძვირდა 7, ხოლო დანარჩენ 10-ს ეს ცვლილებები არ შეხებიათ.
1. აცტრაპიდი - არ შეხებია გაძვირება/გაიაფების პროცესი 2. აცტიფედი - არ შეხებია გაძვირება/გაიაფების პროცესი 3. ცეფამედი - გაძვირდა 6.12 %-ით 4. ცოცარნიტი - არ შეხებია გაძვირება/გაიაფების პროცესი 5. პეგინტრონი - არ შეხებია გაძვირება/გაიაფების პროცესი 6. დიანილ პდ 4 გლუკოზა - არ შეხებია გაძვირება/გაიაფების პროცესი 7. ომეპრაზოლი გაძვირდა 6.45 %-ით 8. ამპისიდი - არ შეხებია გაძვირება/გაიაფების პროცესი 9. კეტონალი - გაიაფდა 34 %-ით 10. ვენოდიოლი - გაძვირდა 6.16 %-ით 11. პოლიჟენი - გაძვირდა 5.96 %-ით 12. როტაცეფი - გაძვირდა 6.06 %-ით 13. კლოდიფენი - გაძვირდა 6.14 %-ით 14. როცეპინი - გაიაფდა 12.35 %-ით 15. ნიმესილი - გაიაფდა 18.35 %-ით 16. კოახილი - არ შეხებია გაძვირება/გაიაფების პროცესი 17. ტახოტერე - არ შეხებია გაძვირება/გაიაფების პროცესი 18. ენაპი - არ შეხებია გაძვირება/გაიაფების პროცესი 19. ბაცტამედი - გაძვირდა 5.92%-ით 20. ალბუმინ ჰიუმანი - არ შეხებია გაძვირება/გაიაფების პროცესი
საბოლოო ჯამში, `აფბამ~ მარტივი შედარების გზით დაადგინა, რომ ფარმაცევტული კომპანიების მიერ 500-მდე მედიკამენტის დეკლარირებული გაიაფება, 2010 წლის 24 მარტიდან 15 აპრილამდე პერიოდში, შეეხო 293 დასახელების პრეპარატს. იმავდროულად, 8 აპრილიდან 15 აპრილამდე პერიოდში გაძვირდა 392 დასახელების პრეპარატი.
აქვე ერთი საყურადღებო ინფორმაცია:
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემები:
საქართველო, დაბალი შემოსავლის ქვეყნებში ჯანდაცვაში მედიკამენტებზე დანახარჯების მიხედვით, ნეგატიურ მე-4 ადგილზეა (39,1%). `გვისწრებენ~: სომხეთი (52,6%); კამერუნი (44,5%); ვიეტნამი (41%). ჩვენს შემდეგ მოდიან: პარაგვაი (38,9%); ბანგლადეში (37,9%); ტოგო (36,8%); კამბოჯა (36,7%); განა (32,8%)... OEჩD-ის ქვეყნებში ამ კუთხით შემდეგი ვითარებაა: სლოვაკეთი (31,4%); პოლონეთი (29,6%); უნგრეთი (28,8%); სამხრეთ კორეა (26,3%); ესპანეთი (22,7%); ჩეხეთი (24,4%) საბერძნეთი (22%); იტალია (21,2%); იაპონია (19%); კანადა (17,3%); ბელგია (17%); საფრანგეთი (16,8%); ნორვეგია (9,4%). პირველ პოზიციაზე ლუქსემბურგია, იქ ჯანდაცვაში მედიკამენტებზე ყველაზე ნაკლებს ხარჯავენ - (8,9%).
კიდევ ერთი საყურადღებო ინფორმაცია:
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემები:
საქართველოში კერძო სექტორის (მომხმარებლების, ფიზიკური პირების) დანახარჯი ჯანდაცვაზე, ჯანდაცვის მთლიან დანახარჯებთან მიმართებაში 78,5 %-ია. ანუ, საქართველოს თითოეული მოქალაქე მკურნალობის ხარჯებს საშუალოდ 4/5-ით საკუთარი ჯიბიდან აფინასებს, რაც მიუთითებს ქვეყნის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სისტემის დაბალ განვითარებაზე. ამ ნეგატიური კუთხით მსოფლიო რეიტინგში მე 8-ე ადგილს ვიკავებთ და წინ `გვისწრებენ~ შემდეგი ქვეყნები: 1. ბურუნდი – 91,4 % 2. მიანმა _ 86,9 % 3. გვინეა _ 85,9 % 4. პაკისტანი _ 83,6 % 5. ლაოსი _ 81,4 % 6. კონგო _ 81,3 % 7. კამერუნი _ 78,8 % ტოგო _ 78,8 % 8. საქართველო – 78,5 % 9. ტაჯიკეთი _ 77,5 % 10. კოტ დიუარი _ 76,4 %
ამ რეიტინგში ჩვენი მეზობლების პოზიციები შემდეგნაირად გამოიყურება: აზერბაიჯანი - მე-15-ე პოზიცია (73,9); სომხეთი - 33 პოზიცია (58,8%); თურქეთი -118 პოზიცია (27,5%); რუსეთი – 87-ე პოზიცია (36,8%) რაც შეეხება განვითარებულ დასავლეთსა და ასევე აღმოსავლეთ ევროპას, აქ სურათი შემდეგნაირია: დიდ ბრიტანეთი 157-ე პოზიცია (12,7%); ჰოლანდია _ 137-ე პოზიცია (20%); საფრანგეთი – 136-ე პოზიცია (20,3%); გერმანია – 129-ე პოზიცია (23,1%); პოლონეთი და ლიტვა – 107 პოზიცია (30%), ჩეხეთი _ 158-ე პოზიცია (12%); უკრაინა – 67-ე პოზიცია (44,6%). ამ რეიტინგში სულ 166 ქვეყანაა შესული და მსოფლიო საშუალო მაჩვენებელი ჯანდაცვაზე კერძო სექტორის დანახარჯისა, ჯანდაცვის მთლიან დანახარჯებთან მიმართებაში 42,4 %-ს შეადგენს.
კვლევის შედეგების ანალიზი მომზადებულია `ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციაციის~ მიერ. ფაინენშელი უახლოეს დღეებში გაგაცნობთ ფარმაცევტული კომპანიების პოზიციას ამკვლევასთან დაკავშირებით.
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა! |
|
|

