| ექსპრეს კლინიკები“ რეგიონებშიც გაიხსნება |
|
10/05/2010 13:17 (638 დღე 18:30 minutes ago) | ||||||||||||
|
ფარმაცევტული კომპანია „ჯი პი სი“ „ექსპრეს კლინიკების“ გახსნას რეგიონებშიც გეგმავს, იტყობინება რადიო კომერსანტი.
კომპანიის წარმომადგენლის განცხადებით, „ექსპრეს კლინიკების“ მომსახურებით ბევრი ადამიანი უკვე სარგებლობს. ამიტომ კომპანია მათ რაოდენობას გაზრდის. ამჟამად „ჯი პი სის“ სააფთიაქო ქსელში 5 „ექსპრეს კლინიკა“ ფუნქციონირებს, რომლებიც ერთი თვის წინ გაიხსნა.
სამომავლოდ მსგავსი ტიპის კლინიკები „ჯი პი სის“ ყველა დიდ აფთიაქში განთავსდება. კლინიკაში ნებისმიერი ასაკის ადამიანს მოემსახურებიან. მომსახურების ფასები კი 5 ლარიდან იწყება.
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა! |
|
|

