ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე დაუფასოებელი ფარმაცევტული პროდუქციისა და
სუბსტანციების უდიდესი ნაწილი ინდოეთიდან შემოდის.
|
| წაიკითხე სმარტფონში |  |
|
პირWელის ცნობით, ამის შესახებ "ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის"
წარმომადგენლმა შოთა ბუჩუკურმა საქართველოს ფარმაცევტული ბაზრის კვლევის
ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა და დასძინა, რომ
მედიკამენტების იმპორტიორ ქვეყნებს შორის ინდოეთზე იმპორტის 60% მოდის.
"ქართულ ფარამცევტულ ბაზარზე არსებული წამლების უმეტესი ნაწილი მზა
პროდუქტის სახით ინდოეთიდან და ჩინეთიდან შემოდის, საქართველოში კი უბრალოდ
მათი დაფასოება ხდება. აღსანიშნავია ისიც, რომ დაუფასოებელი ფარმაცევტული
პროდუქტის საქართველოში იმპორტის მხრივ “ავერსს” ყველაზე დიდი წილი
უკავია", - განაცხადა ბუჩუკურმა.
"აფბას" წარმომადგენელი ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ფარმაცევტული პროდუქციის
ინდურ ბაზარს ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია ნეგატიურად აფასებს.
"ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებით, ინდოეთის ფარმაცევტული
ბაზრის 35%-ზე მეტი ფალსიფიცირებული მედიკამენტებითაა გაჯერებული და
ორგანიზაციის დასკვნითვე, ინდოეთი ყალბი მედიკამენტების მწარმოებელ ქვყანას
წარმოადგენს, სადაც არასაიმედო წამლების 1/3 მზადდება", - აცხადებს
ბუჩუკური.
შეგახსენებთ, რომ ფარმაცევტული ბაზრის კვლევა "აფბამ" მიმდინარე წლის 29
მარტს დაიწყო. კვლევის ძირითად მიმართულებებს ქართული ფარმაცევტული ბაზრის
სტრუქტურის, პრეპარატების რეგისტრაციის პრაქტიკის, იმპორტირებული და
ადგილობრივი წარმოების პრეპარატების ხარისხის, საფასო პოლიტიკის,
ფარმაცევტული საქონლის იმპორტის და ექსპორტის სტრუქტურის, მედიკამენტების
წარმოების ადგილობრივი ბაზრის და ფარმაცევტულ და სადაზღვევო კომპანიებს
შორის არსებული ურთიერთობების გარკვევა წარმოადგენს. კვლევა დაახლოებით ერთ
თვეში დასრულდება.
Related Stories