ბრძოლა ძალაუფლებისათვის

This text is replaced by the Flash movie.

Wednesday, February 8, 2012
News Making Money

აფბას განცხადებით, ლარის გაუფასურებას "პსპ"-მ, "ავერსმა" "GPC"-მ მედიკამენტების გაძვირებით უპასუხეს

11/06/2010 15:43 (607 დღე 03:40 minutes ago)

"ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის" განცხადებით, ლარის გაუფასურებას ლიდერმა ფარმაცევტულმა კომპანიებმა - "პსპ"-მ, "ავერსმა" და "GPC"-მ მედიკამენტების გაძვირებით უპასუხეს.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

" საქართველოს ეროვნული ბანკი სა და მთვარობის წარმომადგენლების უპასუხისმგებლო განცხადებებმა, რომ ლარის გაუფასურების ტემპი საგანგაშო არაა და იგი ეკონომიკაში უარყოფით მოვლენებს არ გამოიწვევს, კომპანიებმა ფასების ზრდით უპასუხეს. თავიანთ პროდუქციაზე ფასების ზრდა ერთ-ერთი პირველებმა ფარმაცევტებმა ასახეს. 9 ივნისს საქართველოს ფარმაცევტული ბაზრის სამმა მსხვილმა კომპანიამ, ერთდროულად ყველა დასახელების მედიკამენტი, საშუალოდ 7%-ით გააძვირა", - ნათქვამია "აფბას" მიერ გავრცელებულ განცხადებაში, იუწყება პირWელი.


ახალგაზრდა ფინანსისტები ყურადღებას იმ ფაქტზეც ამახვილებენ, რომ მედიაკმენტების გაძვირება ლარის გაუფასურების დაწყებიდან ზუსტად 6 დღეში დაფიქსირდა.

“მიუხედავად იმისა, რომ ჩვეულებისამებრ კომპანიებს წამლების გარკვეული მარაგები უნდა ჰქონოდათ, რადგან მედიკამენტების იმპორტი წელიწადში რამდენჯერმე ხორციელდება, ფარმაცევტებმა ზედმეტ თავისტკივილს ყველა მედიკამენტის "ერთი ხელის" მოსმით გააძვირება არჩიეს. რაც გვაფიქრებინებს, რომ ფარმაცევტულ კომპანიებს შორის კარტელურ გარიგებას არ აქვს ადგილი", - აცხადებს "აფბას" პრეზიდენტი მერაბ ჯანიაშვილი და დასძენს, რომ არა მხოლოდ იმპორტირებული, არამედ ადგილობრივი წარმოების მედიკამენტებიც პროცენტულად ზუსტად იმპორტირებული წამლების მსგავსად გაძვირდა.

არასამთავრობო ორგანიზაცია, საქართველოს ეროვნულ ბანკსა და მთლიანად ქვეყნის ეკონომიკურ გუნდს, ეროვნული ვალუტის სტაბილურობის შესანარჩუნებლად ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს. 

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.









Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group