გრიგოლ ვაშაძე გაერო-ს სპეციალურ მომხსენებელს შეხვდა

This text is replaced by the Flash movie.

Wednesday, February 8, 2012
News Making Money

საქართველომ მედიკამენტებზე კონტროლი უნდა გაამკაცროს

ავტორი ელენე ბარათაშვილი, თბილისი, ამერიკის ხმა

14/06/2010 12:36 (603 დღე 20:30 minutes ago)

არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციამ"  საქართველოს ფარმაცევტული ბაზრის კვლევის ფარგლებში  ჩატარებული დაკვირვების შუალედური შედეგები გამოაქვეყნა.

ADVERTISEMENT
წაიკითხე სმარტფონში

 

ასოციაციამ ამ ეტაპზე შემდეგი საკითხები შეისწავლა : წამლის ხარისხის კონტროლი 2009-2010 წწ, ფარმაცევტულ ბაზარზე არსებული არაჯანსაღი კონკურენცია, მედიკამენტების მწარმოებელი კომპანიების სერთიფიკატები, იმპორტირებული მედიკამენტების დასამზადებელი მასალების საეჭვო ხარისხი და სხვა.

ასოციაციის პრეზიდენტის, მერაბ ჯანიაშვილის  შეფასებით საქართველოში ფარმაცევტულ ბაზარზე აუცილებელია კონტროლის გამკაცრება : -

"2009 წლის 15 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით ”წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ” კანონში ცვლილებები შევიდა. ამ ცვლილებების ძირითადი მიზანია, გამარტივდეს ფარმაცევტული პრეპარატების შემოტანისა და გასაღების პროცედურა, რამაც ხელი უნდა შეუწყოს ფარმაცევტულ ბაზარზე კონკურენტუნარიანი გარემოს ჩამოყალიბებას. ასოციაცია (აფბა) არ იზიარებს კანონპროექტის ავტორთა და მომხრეთა შეხედულებებს იმასთან დაკავშირებით, რომ აღნიშნული ცვლილება ბაზარზე კონკურენციას გაამძაფრებს.  დღეისათვის  ახალი ცვლილებებით საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე ფალსიცირებული მედიკამენტების მოხვედრის ალბათობა ორჯერ გაიზარდა"

მწარმოებლის თანხმობის გარეშე საქართველოში ახალი პრეპარატის დაშვების შესაძლებლობა ქმნის მედიკამენტების ფალსიფიკაციის მაღალ რისკს, რადგან შესაძლოა ქვეყანაში შემოვიდეს   ამ კომპანიის სახელით დაფასოვებული ფალსიფიცირებული წამლები, რომლის წარმომავლობასაც ვერ გავარკვევთ, რადგან იმპორტიორს ექსკლიუზიური მწარმოებლის თანხმობის ვალდებულება არ აქვს.

 

სტატია მომზადებულია ამერიკის ხმის ქართული რედაქციის მიერ. პირველად გამოქვეყნდა ამერიკის ხმის ვებ გვერდზე.

 

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.









Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group