მინერალური წყლის ექსპორტი 2011 წელს 57.9 პროცენტით გაიზარდა

This text is replaced by the Flash movie.

Wednesday, February 8, 2012
News Making Money

სამედიცინო მომსახურების გაძვირების პრესპექტივა

ავტორი ნინო კახიშვილი, ნეტგაზეთი

24/06/2010 14:30 (593 დღე 17:53 minutes ago)

ახალი საგადასახადო კოდექსის პროექტის სამუშაო ვარიანტში შესული ცვლილების თანახმად,  2011 წლის 1 იანვრიდან, შესაძლოა, სამედიცინო მომსახურება გაძვირდეს.

ADVERTISEMENT
წაიკითხე სმარტფონში

 

როგორც ფინანსთა მინისტრმა, კახა ბაინდურაშვილმა თქვა, ახალი  საგადასახადო კოდექსის მიხედვით, მაღალშემოსავლიანი და კომერციულად მომგებიანი  სექტორები დაიბეგრება. მათ რიცხვში კი ძვირადღირებული სამედიცინო აღჭურვილობის მოწოდებაცაა.

 „მაგალითად, თუ „სიმენსის“ ფირმის სამედიცინო ტექნიკა გიდგას, ე.ი. შემოსავალიც მაღალი გაქვს, სხვა შემთხვევაში,  არ გექნება. და თუკი მაღალი გაქვს შემოსავალი, მაშინ უნდა დაიბეგროს“, –განაცხადა  23 ივნისს, პარლამენტში ახალი საგადასახადო კოდექსის ძირითადი პრინციპების მოხსენების დროს, კახა ბაინდურაშვილმა. მისი  თქმით ახალ საგადასახადო კოდესში შესული ცვლილებები ქვეყანაში დეფიციტით და ქვეყანაზე მსოფლიო კრიზისის კვალით აიხსნება: „ჩვენი მიზანია 2013 წლის შემდეგ ისევ დავწიოთ გადასახადები და დეფიციტიც 3%–ზე დაბალი იყოს“.

ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიტიკის განყოფილების უფროსის, გიორგი ყაველაშვილის თქმით, ახალი საგადასახადო კოდექსი არა მხოლოდ „სიმენსის“ და სხვა ძვირადღირებული ტექნიკის დაბერგვას ითვალისწინებს,–„ 18%–ით დაიბეგრება ყველა სამედიცინო ტექნიკა , თუმცა არ არის შესული ცვლილება, რომ სამედიცინო მომსახურებასაც შეეხება ეს ფაქტი რამენაირად“, –ამბობს ყაველაშვილი.

საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი, ლევან ვეფხვაძე დარწმუნებულია, რომ ტექნიკის ფასების აწევა პირდაპირპროპორციულად აისახება  მომსახურების ფასებზე:   „დაახლოებით, 9–10 %–ით გაიზრდება სამედიცინო მომსახურება. სხვა შემთხვევაში, სამედიცინო დაწესებულებები აღარ იფიქრებენ ტექნიკის შეცვლაზე და კლიენტებს ძველი აპარატურით მოემსახურებიან, რაც ჯანდაცვის სფეროში კიდევ უფრო მეტ პრობლემას შემოიტანს“.

იმავეს ფიქრობს თავისუფალი უნივერსიტეტის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი და 2004–2007 წლებში ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე,  ვახტანგ მეგრელიშვილი: „ბუნებრივია, ეს გაზრდის ფასებს სამედიცინო მომსახურებაზე. მაგას რად უნდა ფილოსოფია“.

ვახტანგ მეგრელიშვილის აზრით, თუკი ქვეყანაში საავადმყოფოები აშენდება ( ცნობისთვის, ისევ ძალაშია ახალი საავადმყოფოების მშენებლობის პროგრამა), მათი აღჭურვაც იქნება საჭირო.

„გააჩნია სამედიცინო მიმართულებასაც, მაგალითად ფსიქიატრიის სფეროში ალბათ ცვლილებები არ იქნება, მაგრამ თუნდაც კარდიოლოგიაში, სადაც მასიურად გამოიყენება სხვადასხვა თანამედროვე ძვირადღირებული აღჭურვილობა, მომსახურების ფასები აიწევს“, –ამბობს ვახტანგიშვილი.

ვახტანგიშვილის თქმით, სამედიცინო დაწესებულებები, აღჭურვილობაზე ეკონომიიის გაკეთებას შეეცდებიან.

 „თუკი გეგმავდნენ დაწესებულებები  რაღაცა ძვირადღირებული ტიპის აღჭურვილობის ყიდვას, იყიდიან უფრო მეორადს, ან  დაბალი ხარისხის აპარატურას, რადგან ყველა ცდილობს ჩაჯდეს უკვე განსაზღვრულ ფინანსურ ჩარჩოებში“– ამბობს მეგრელიშვილი. 

სამედიცინო აღჭურვილობის სარეალიზაციო ცენტრებში ამბობენ, რომ ახალი საგადასახადო კოდექსში შესაძლო ცვლილებების შესახებ ინფორმაციას ჯერ არ ფლობენ.

 

netgazeti.ge

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.









Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group