რადიო კომერსანტის ცნობით, „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“ კომპანია „ავერსის“
მიერ გავრცელებული განცხადების საპასუხოდ საკუთარ განცხადებას აქვეყნებს.
|
| წაიკითხე სმარტფონში |  |
|
აფბას მტკიცებით, ისინი კვლავ აგრძელებენ ფარმაცევტული ბაზრის კვლევას, რომლის მიზანიცაა გაირკვეს, დაუსაბუთებლად ძვირია თუ არა საქართველოში მედიკამენტებზე ფასები და უჭირავთ თუ არა მსხვილ ფარმაცევტულ ბაზარზე კომპანიებს მოგების უსამართლოდ მაღალი მარჟა.
`ავერსის~ `პასუხს~ ჩვენ არ ვუპასუხებთ. ყველა, ობიექტურად თუ სუბიექტურად დაინტერესებული პირი თუ კომპანია, ქართული ფარმაცევტული ბაზრის კვლევის ჩვენს მიერ მომზადებულ სრულ სურათს უახლოეს მომავალში მიიღებს,“ – ნათქვამია აფბას პრეზიდენტის განცხადებაში.
მასში მერაბ ჯანიაშვილი რამდენიმე შეკითხვას სვამს: „რატომ უხდება საარსებო მინიმუმის ზღვარს ქვემოთ მყოფ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს 1– ლარიან წამალში 4 ლარის გადახდა (ციფრები პირობითია, უბრალოდ პროცენტული სხვაობაა მოცემული. მაგ: დუოვიტი, საბაჟოზე დაფიქსირებული ფასთან შედარებით ფასნამატი 247,4%; ვალოკორდინი - 208%; `ენაპი~ (5 მგ #20 ტ) - 212%.; როდის დაიშლება არაფორმალური კარტელი, რომელიც მაფიის ნიშნებს ატარებს? თუ კომპანიების მიერ მენეჯმენტის სერთიფიკატების ფლობა ქვეყანაში უხარისხო მედიკამენტების არსებობას გამორიცხავს, მაშინ, რატომაა ევროკავშირში და ამერიკაში, სხვა ცივილიზებულ ქვეყნებში, მედიკამენტების ხარისხის ძალიან მკაცრი და მასშტაბური კონტროლი?“
შეგახსენებთ, რომ „ავერსმა“ გასულ კვირაში აფბას შუალედური კვლევის შედეგებთან დაკავშირებით საპასუხო წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც კატეგორიულად უარყო ორგანიზაციის მიერ გამოთქმული კრიტიკა ფასებთან და წამლების ხარისხთან დაკავშირებით.
Related Stories