მიხეილ სააკაშვილი პარლამენტში წლიური ანგარიშით თებერვალში წარდგება

This text is replaced by the Flash movie.

Wednesday, February 8, 2012
News Making Money

„ბლოკ ჯორჯიას“ თბილისში ექვსივე საავადმყოფო ჩამოართვეს

30/06/2010 17:52 (587 დღე 15:30 minutes ago)

საქართველოს მთავრობამ „ბლოკ ჯორჯიას“ თბილისში 6-ვე საავადმყოფო ჩამოართვა, იუწყება რადიო კომერსანტი.

ADVERTISEMENT
წაიკითხე სმარტფონში

 

როგორც კომპანიიდან აცნობეს რადიო კომერსანტს, „ბლოკ ჯორჯია“  100 საავადმყოფოს პროექტის ფარგლებში 24–ის ნაცვლად მხოლოდ 10 საავადმყოფოს მშენებლობა –რეაბილიტაცია ევალება. საავადმყოფოები ქუთაისში, ზუგდიდსა და წყალტუბოში აშენდება, რისთვისაც „ბლოკ ჯორჯია“ 8 მილიონი დოლარის საკრედიტო ხაზის მიღებას გეგმავს.

კომპანიაში განმარტავენ, რომ სახელმწიფოს წინაშე შეუსრულებელი ვალდებულებებისთვის ჯარიმის გადახდა არ მოუწევთ, რადგან თბილისსა და რეგიონებში საერთო ჯამში 14 საავადმყოფო ჩამოერთვათ, სადაც სერიოზული ინვესტიციები ჰქონდათ განხორციელებული. „ბლოკ ჯორჯიას“ პროექტში 120 მილიონი დოლარის ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა. იგი ჩეხური «ექსპორტ-იმპორტ ბანკისგან» სესხის მიღებას 2007 წლის შემდეგ უშედეგოდ ცდილობდა, რის გამოც მთავრობამ საავადმყოფოების ნაწილი ჩამოართვა. 

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.









Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group