2011 წლის განმავლობაში ,,კონსტანტას” აქტივები 77 პროცენტით გაიზარდა

This text is replaced by the Flash movie.

Wednesday, February 8, 2012
News Making Money

სოკოთი დაავადების რისკი საცურაო აუზებზე

ავტორი ნინო კახიშვილი, ნეტგაზეთი

15/07/2010 17:25 (572 დღე 14:08 minutes ago)

თბილისის ყველაზე ძვირადღირებულ საცურაო აუზებზეც კი არსებობს შანსი, რომ ადამიანი ფეხის სოკოთი დაავადდეს.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

ექსპერიმენტის ჩასატარებლად ნეტგაზეთის ჟურნალისტი პირველად „ლაგუნა ვერეს“ საცურაო კომპლექსში მივიდა. წასვლამდე ფეხისა და ხელის ფრხილებზე მუქი ფერის ლაქი წაისვა.

ექსპერიმენტისთვის ნეტგაზეთის ჟურნალისტმა ფრჩხილების სტრუქტურის მთლიანად დასაფარად ლაქის ორი ფენა წაისვა, ისე, რომ არანაირი დაზიანება არ გამოჩენილიყო. ნეტგაზეთის ჟურნალისტისთვის „ლაგუნა ვერეს“ საცურაო კომპლექსის ექიმს ლაქის გადაცლა არ მოუთხოვია. „ისედაც გეტყობა, რომ არაფერი გექნება“–განუცხადა ექიმმა.

გამოდის, ფრჩხილის სოკოს არსებობის შემთხვევაშიც აუზზე შესვლა და ბანაობა მას თავისუფლად შეეძლო.
დერმატო– ვენეროლოგის, მაია მათოშვილის თქმით, პირველ რიგში, საცურაო კომპლექსის ექიმის მიერ უნდა მოხდეს მომხმარებლის კანისა და ფრჩხილების დათვალიერება. „ამისათვის ქალებს წინასწარ მოცილებული უნდა ჰქონდეთ მოცილებული ფრჩხილის ლაქი, რადგან შეუძლებელია ლაქით დაფარული ფრჩხილის დიაგნოსტირება“, –ამბობს მათოშვილი.

როგორც  მაია მათოშვილი ამბობს, თუ ფრჩხილი დაავადებულია, მაშინ მისი ფერი იცვლება. „ქრება სიკრიალე, ჩნდება მოთეთრო და მოყვითალო ფერის ლაქები, იცვლება ფრჩხილის ფორმაც,  ფრჩხილის ფირფიტა სქელდება და იქერცლება“.
აუზებზე ჯანმრთელობის ცნობის ასაღებად ე.წ. სოკოზე შემოწმება აუცილებელი პირობაა. აუზებზე ექიმები იქ მისულს მხოლოდ ფეხის ტერფებს უმოწმებენ. დერმატო–ვენეროლოგების თქმით, ფეხის ტერფთან ერთად ფრჩხილების დეტალური დათვალიერებაც უნდა ხდებოდეს.

საცურაო კომპლექსების ადმინისტრაციის თქმით, აუზზე წყლის ფილტრაცია ყოველდღე ხდება. წყლის ფიზიკურად დამუშავებათან ერთად კი, სხვადასხვა ქიმიური ნივთიერებებითაც ხდება მისი დეზინფექცია.

მხოლოდ ქლორირებული  და დამუშავებული აუზები კი, როგორც მაია მათოშვილი ამბობს, ვერ იქნება გარანტია იმისა, რომ დაავადება არ გავცელდება.

„ქლორირებული წყალი დიდხანს ინარჩუნებს თავის თვისებებს, თუმცა 100 %–იანი გარანტია იმისა, რომ აუზების დამუშავებით ყველა მიკრობი  და ბაქტერია კვდება, არ არსებობს. გარანტია შეიძლება მხოლოდ 70 % იყოს.
ვენეროლოგის თქმით, წყალში კიდევ უფრო ნაკლებია შანსი იმისა, რომ დაავადება გავრცელდეს.“ „მაგალითად საზარდულის სოკოს გადადების რისკი უფრო მაღალია შეზლონგზე, განსაკუთრებით მაშინ, თუ სხვის პირსახოცზე წევხარ“. 
ექიმის თქმით, აუზებზე სოკოზე მკაცრი კონტროლი იმიტომ უნდა მოხდეს, რომ იქ ტენიანობა მაღალია.

„საერთო აბაზანები, აუზები, სპორტული დარბაზები ყველაზე ხელსაყრელი გარემოა სოკოს გავრცელებისთვის. პლიაჟებზე ნაკლებად, იქ ჰაერის ცვალებადობა დიდია“, –ამბობს მაია მათოშვილი. 

პროფილაქტიკის მიზნით, დერმატო–ვენეროლოგი, მაია მათოშვილი აუზიდან გამოსვლის შემდეგ მომხმარებელს სპეციალური, ანტიმიკოზური (ანტო სოკოს) დასაბანი გელის გამოყენებას ურჩევს. მისივე თქმით, სოკოს გამოვლენის პროცესი ხანგრძლივია, ამიტომ რთულია იმის დადგენა, რომ ადამიანს ის მაინცდამაინც საცურაო აუზზე გადაედო. 

„ლაგუნა ვერეს“ ადმინისტრაციის თანამშრომლის თქმით, ჯანმრთელობის ცნობის აღება 5 ლარად, იქვეც შეძლება და სხვა ნებისმიერი სამედიცინო დაწესებულებიდანაც შესაძლებელია.  თუმცა, ასეთ შემთხვევაშიც 2.50 ლარი აუზის ადმინისტრაციაში მაინც გადასახდელია.

ახლად გახსნილ საცურაო კომპლექსში „ოლიმპიკი“, ჯანმრთელობის ცნობის მიტანა სხვა სამედიცინო დაწესებულებიდან არ შეიძლება. აუზზე ცნობის აღება კი 10 ლარი ღირს. როგორც ნეტგაზეთის ჟურნალისტს განუმარტეს, მათი ექიმი მხოლოდ ფეხის ტერფს ათვალიერებს.


ვაკის საცურაო აუზი თბილისში ყველაზე ძვირადღირებული აუზია. 1 დღე –90 ლარი, 1 წლის აბონემენტი კი, 3480 ლარი ღირს. ჯანმრთელობის ცნობა ვაკის საცურაო აუზზე 30 ლარი ღირს. ცნობის მიტანა ნებისმიერი საავადმყოფოდან ან კლინიკიდანაც შესაძლებელია. როგორც ნეტგაზეთის ჟურნალისტს უთხრეს, აუზზე არა კონკრეტულად  სოკოს არარსებობის დამადასტურებელ ცნობას ითხოვენ, არამედ ცნობას, რომ პრაქტიკულად ჯანმრთელი ხარ.

ასეთი ჯანმრთელობის ცნობა კი, რომელიც მომხმარებელს აუზზე სხვა სამედიცინო დაწებსეულებიდანაც შეუძლია მიტანა, სხეულის დეტალურ დათვალიერებას არ გულისხმობს.

ჟურნალისტს, რომელმაც ექსპერიმენტი ჩაატარა, ონიქოდისტროფია (ფრჩხილის სტრუქტურის დარღვევა) აქვს. ფრჩხილის სტრუქტურის დარღვევის ერთ–ერთი სიმპტომი, ფრჩხილის ზედაპირის ფორმის შეცვლაა, რაც  ფრჩხილის სოკოსთვისაც დამახასიათებელი სიმპტომია. საბოლოო დასკვნის გასაკეთებლად ფრჩხილის ანათალის მიხედვით ანალიზი კეთდება. თუკი ლაქის გადაცლის გარდა ფეხის ძალიან დეტალური დათვალიერება არ მოხდა, მინიმალური ეჭვის გაჩენის შემთხვევაშიც აუზის ექიმი ვალდებულია გამოსავლენად მომხმარებელს ანალიზის გაკეთება მოსთხოვოს.

ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ ფრჩხილის სოკოს შემთხვევაშიც აუზზე დაშვების შანსი ძალიან დიდია.

 

netgazeti.ge

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.









Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group