მერაბიშვილი ბელარუსს სტუმრობდა

This text is replaced by the Flash movie.

Wednesday, February 8, 2012
News Making Money

გალში ქართულ მედიკამენტებს კონტრაბანდად აფასებენ

12/08/2010 18:09 (544 დღე 14:27 minutes ago)

ოკუპირებული გალის რაიონში არსებულ საავადმყოფოებს რუსეთიდან მივლინებული რევიზორები ამოწმებენ - ამის შესახებ რადიო თავისუფლებას გალის რაიონის სოფელ ნაბაკევის საავადმყოფოდან აცნობეს.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

წყაროს ინფორმაციით, რუსი ჩინოვნიკები მესამე დღეა საბუთებს ამოწმებენ და საავადმყოფოს აფთიაქს აღწერენ.

ნაბაკეველი ექიმის განმარტებით, ვითარება მას შემდეგ გართულდა, რაც რევიზორებმა ქართული წარმოების მედიკამენტები აღმოაჩინეს. ამის გამო, მოსკოვიდან მივლინებულმა სპეციალურმა კომისიამ მედ პერსონა ლისგან მოითხოვა განმარტება, თუ საიდან და რატომ აქვთ ქართული წარმოების მედიკამენტები და ვინ მონაწილეობს კონტრაბანდაში.

რადიო თავისუფლების წყარო ამბობს, რომ თავად აფხაზური ხელისუფლებისთვის ცნობილი იყო, რომ გალის რაიონის საავადმყოფოები ქართული წამლებით მარაგდებოდა და პერსონა ლს ხელფასს საქართველოს მთავრობა უხდიდა.

კიდევ რამდენ ხანს დარჩება რუსული რევიზია ოკუპირებულ გალის რაიონში, ექიმებისთვის ჯერჯერობით უცნობია.

 

სტატია მომზადებულია რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის მიერ. პირველად გამოქვეყნდა რადიო თავისუფლების ვებგვერდზე.  

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.









Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group