| სკანდალურ ტენდერთან დაკავშირებით “ჯი პი სი” პირველ კომენტარს აკეთებს |
|
17/09/2010 18:41 (614 დღე 08:31 minutes ago) | ||||||||||||
|
"ჯი პი სი” კონტროლის პალატის დასკვნაზე პირველ კომენატრს რადიო „კომერსანტთან“ აკეთებს.
როგორც ფარმაცევტულ კომპანიაში აცხადებენ, ვაქცინების შემოტანის დიდი გამოცდილება აქვთ და ტენდერიდან დისკვალიფიკაციამ მათი გაკვირვება გამოიწვია. მათი განმარტებით, სატენდერო კომისიამ ვაქცინების მწარმოებლისგან ვადების შესახებ დოკუმენტაცია მოითხოვა. ასეთი დოკუმენტის წარმოდგენა კი, „ჯი პი სი“-ს განცხადებით, შეუძლებელი იყო, რადგან კომპანიას კავშირი მწარმოებლის მიერ ავტორიზებულ დისტრიბუტორთან ჰქონდა. თუმცა, „ჯი–პი–სი“–ს სატენდერო კომისიის გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებია, იუწყება რადიო კომერსანტი.
ჯანდაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილეს ნიკოლოზ ფრუიძეს და შპს „ენ ფარმი პლიუსის“ დამფუძნებელს ზურაბ ნატროშვილს კი დღეს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზ ფრუიძეს ბრალი ედება თანამდებობის ბოროტად გამოყენებასა და ქრთამის აღებაში. პროკურატურის ცნობით, ფრუიძემ სამსახურებრივი უფლებამოსილება ბოროტად გამოიყენა და ვაქცინების შესასყიდად გამართულ ტენდერში უკანონოდ გაამარჯვებინა „ენ ფარმი პლიუსს“, ხოლო კომპანია „ჯი პი სი,“ რომელსაც უკეთესი პირობები ჰქონდა, ტენდერს გამოთიშა. შედეგად, პროკურატურის ინფორმაციით, მითვისებულია ბიუჯეტის კუთვნილი 700 ათასი ლარი. დაკავებულებს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. ნიკოლოზ ფრუიძე ბრალს ამ დრომდე არ აღიარებს.
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა! |
|
|

