
| | ADVERTISEMENT | This text is replaced by the Flash movie. |
|
|
| წაიკითხე სმარტფონში |  |
|
FINANCIAL - ის მიერ გამოკითხული ადამიანების უმრავლესობამ ყველაზე
პოპულარულ სარეცხ საშუალებად Ariel – ი და Tide – ი დაასახელა, ხოლო
Colgate – ი და Blendamed – ი ყველაზე პოპულარულ კბილის პასტად.
გამოკითხული ქალების უმეტესობამ საქართველოში ყველაზე პოპულარულ შამპუნებს შორის L’Oreal – ი და Garnier – ი დაასახელა.
„ მე ძალიან კმაყოფილი ვარ L'Oreal – ის შამპუნებით და ხარისხით. უკვე მრავალი წელია L'Oreal – ს ვიყენებ. ამ ბრენდის შამპუნების ფასი არ არის ძალიან მაღალი, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მას მართლაც კარგი ეფექტი აქვს თმაზე. რაც შეეხება სარეცხ ფხვნილს, მე უპირატესობას Ariel – სა და Tide –ს ვანიჭებ, თუმცა სხვა სარეცხი საშუალებები ჯერ არ მიცდია, “ ამბობს 22 წლის მარიკა ბახტაძე.
„ ჩემს ოჯახში ყველაზე პოპულარული კბილის პასტებია Colgate – ი და Blendamed – ი. რა თქმა უნდა, მათი ხარისხი არ არის საუკეთესო, თუმცა ეს კბილის პასტის ბრენდები ჩემთვის ყველაზე მისაღებია, ისევე როგორც ჩემი მეგობრების ოჯახების უმრავლესობისათვის. რაც შეეხება სარეცხ საშუალებას, დედაჩემი უპირატესობას Ariel – ს ანიჭებს, “ თქვა 25 წლის გიორგი გაბუნიამ.
საქართველოში გაყიდვაში არსებული ჰიგიენური პროდუქტების უმრავლესობა უკრაინიდან, ბულგარეთიდან, საფრანგეთიდან , თურქეთიდან და რუსეთიდან შემოდის. საქართველოს მომხმარებელთა ფედერაციის თავმჯდომარის მადონა კოიძის თქმით, ბოლო წლების მანძილზე მომხმარებელთა შორის სხვადასხვა სახის ალერგიებმა საგრძნობლად იმატა, რაც გამოწვეულია ქართულ ბაზარზე არსებული ჰიგიენური და კოსმეტიკური პროდუქციის უხარისხობით. FINANCIAL - ის მიერ გამოკითხული მომხმარებლის უმრავლესობა ამბობს, რომ მათთვის კოსმეტიკური და ყოველდღიური მოხმარების პროდუქციას შორის სარეცხი ფხვნილი და შამპუნი ყველაზე სარისკო პროდუქტებია.
„ ზოგადად, ქვეყანაში შემოსულ შამპუნებზე, საპნებზე, კბილის პასტებსა და სხვადასხვა სარეცხ საშუალებებზე კონტროლი ნაკლებად ხდება. ხალხის უმეტესობა დაბალფასიან პროდუქციას ყიდულობს, მაგალითად, დაბალფსიან სარეცხ საშუალებებს. მომხმარებელს შორის, პროდუქტის უხარისხობით გამოწვეულმა სხვადასხვა სახის ალერგიებმა მნიშვნელოვნად იმატა, “ გვითხრა კოიძემ.
„ საქართველოს კოსმეტიკურ ბაზარზე ორი ძირითადი საფასო სეგმენტი არსებობს, რომლებიც კარგად იყიდება, “ ამბობს საქართველოში ერთ – ერთი კოსმეტიკური კომპანიის მარკეტინგის მენეჯერი ლევან ლომთაძე.
„ ესენია დაბალი და მაღალფასიანი პროდუქცია. რა თქმა უნდა, ყველაზე დიდი რაოდენობით დაბალფასიანი პროდუქცია იყიდება. ამის მთავარი მიზეზი ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მდგომარეობაა, “ ამბობს ლომთაძე.
„ ჩვენთან პროდუქციის უმეტესობა, როგორიცაა შამპუნი, სარეცხი ფხვნილი, საპონი, და კბილის პასტა უკრაინიდან, ბულგარეთიდან, საფრანგეთიდან, თურქეთიდან და რუსეთიდან შემოდის. ჩვენი კომპანია ბავშვის შამპუნებს, თმის საღებავებს, თმის სპრეის, ხელის კრემებსა და შამპუნებს ყიდის, რომლებიც ბულგარეთიდან და რუსეთიდან შემოგვაქვს, “ აღნიშნავს ლომთაძე.
როგორც გამოკითხულთა უმრავლესობა ამბობს, საქართველოში სხვა ქვეყნებიდან იმპორტირებული კოსმეტიკური პროდუქციის ხარისხი მათ არ აკმაყოფილებთ.
„ მე ძალიან უკმაყოფილო ვარ საქართველოს ჰიგიენური და კოსმეტიკური პროდუქტების ბაზრით, საქართველოში არ არსებობს მაღალი ხარისხის შამპუნი, მე მას საზღვარგარეთიდან ვიწერ. ხოლო რაც შეეხება სარეხ საშუალებებს, მათი ხარისხი იმაზე დაბალია ვიდრე ადრე იყო, “ ამბობს 24 წლის ეკა ბარბაქაძე.
საქართველოს სხვადასხვა მაღაზიებში შეძენილ ზოგიერთ სარეცხ ფხვნილს საშინელი სუნი ჰქონდა. მე არასოდეს ვყიდულობ ადგილობირვ ბაზარზე არსებულ თურქულ საპნებს, უპირატესობას რუსეთიდან შემოტანილ საპნებს ვანიჭებ, რომლებიც უკეთესი ხარისხისაა და არ მეშინია, რომ რაიმე სახის ალერგიას გამოიწვევს, “ამბობს 30 წლის სალომე გუჯაბიძე FINANCIAL - თან საუბარში.
" ბევრი ცნობილი ბრენდის პროდუქცია, როგორიცაა L'Oreal ან Yves Saint Laurent ყალბია და მომხმარებელი ცდება მისი შეძენისას. საქართველოს მომხმარებელთა ფედერაციისათვის მომხმარებელი ინფორმაციის ძირითადი წყაროა. ჰიგიენური და კოსმეტიკური პროდუქციის დაბალ ხარისხზე საჩივრები მნიშვნელოვნად შემცირდა, “აცხადებს კოიძე.
როგორც ლევან ლომთაძე ამბობს, მათი კომპანიის ყველაზე გაყიდვადი 3 პროდუქტია თმის საღებავი, თმის სპრეი და ბავშვის შამპუნი.
„ ჩვენი თმის საღებავები უფრო დაბალი საფასო სეგმენტისაა და 3 დან 3,50 ლარამდე ღირს. ისინი საქართველოს რეგიონებში დაბალი ფასის გამო კარგად იყიდება. ასევე კარგად იყიდება ბავშვის შამპუნები, “ თქვა ლომთაძემ.
"პსპ-ჯგუფის" მარკეტინგის მენეჯერის ნათია ხაბეიშვილის თქმით, მათ ქსელებში ჰიგიენური პროდქცია ძირითადად საფრანგეთიდან, პოლონეთიდან, ჩეხეთიდან, ისრაელიდან, იტალიიდან, თურქეთიდან და გერმანიიდან შემოდის.
„ ჩვენ „პსპ“ – ში პროდუქციის ფართო არჩევანი გვაქვს, რომელიც ხელმისაწვდომია დაბალი, საშუალო და მაღალი კლასის მომხმარებლისათვის. მაგალითად, ჩვენ შემოგვაქვს ბრენდები: Vichy (საფრანგეთი), Roc (საფრანგეთი ), Gaia (პოლონეთი), La-Roche (საფრანგეთი), Nolen და Alix (თურქეთი), ” გვითხრა ხაბეიშვილმა.
სასტუმრო „რედისონში“ ყველა შამპუნი, საპონი და ხელის კრემი ანნა სიმონინისგან არის, რომელიც ძვირადღირებილი ფრანგული ბრენდია. „თბილისის მარიოტის“ და „ქორთიარდ მარიოტის“ ჰიგიენური პროდუქტები, საპნები, შამპუნები „მარიოტის“ ბრენდის სახელით მზადდება სპეციალურად „მარიოტის“ სასტუმროებისათვის.
Related Stories