საატესტატო გამოცდები გრძელდება


Thursday, May 24, 2012
News Making Money

რესპუბლიკური საავადმყოფოს მართვაში კანადური კომპანია შედის

24/09/2010 11:14 (607 დღე 16:00 minutes ago)

საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს მართვაში კანადური „ინტერჰელს კანადა“ შედის, იტყობინება რადიო კომერსანტი.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

ამის შესახებ რადიო „კომერსანტს“ რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის მოადგილემ ირაკლი რუხაძემ განუცხადა. მისი თქმით, კანადურმა კომპანიამ კარგი პირობები წარმოადგინა, მათ შორის სერვისის და ტექნოლოგიების გაუმჯობესება, ასევე დამატებითი ინვესტიციების ჩადება.

რუხაძის განმარტებითვე, რესპუბლიკურ საავადმყოფოში მთავრობას და ინვესტორს შორის შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებას ელოდებიან. ჯერ კიდევ მიმდინარე წლის თებერვალში ეკონომიკის სამინისტრო რესპუბლიკური საავადმყოფოს პრივატიზებას გეგმავდა და საავადმყოფოს საწყის ფასად 12 მილიონი დოლარი დასახელდა. თუმცა, რა ეტაპზე გადაწყდა პრივატიზაციაზე უარის თქმა და საავადმყოფოში მმართველი კომპანიის შეყვანა, ეკონომიკის სამინიტროში კონკრეტულ განმარტებებს ვერ იძლევიან. შეგახსენებთ: ორი დღის წინ ღუდუშაურის კლინიკის მართვაში  ბრიტანული “მედი-ლინქსი” შევიდა და მასში 25 მილიონის ინვსტირებას გეგმავს.

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.









Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group