„ჯიპიაი-ს კლინიკა” ”კურაციოს” ბაზაზე ერთიანდება და პაციენტებს უფრო
მრავალფეროვან სამედიცინო სერვისს შესთავაზებს, იტყობინება რადიო კომერსანტი.
| | ADVERTISEMENT | This text is replaced by the Flash movie. |
|
|
| წაიკითხე სმარტფონში |  |
|
კლინიკების გამსხვილება უკვე დასრულებულია და პირველ პაციენტს განახლებული კლინიკა ”კურაციო” უკვე დღეიდან იღებს.
„ორი კლინიკის გაერთიანება ერთი ბრენდის ქვეშ რამდენიმე მიზანს ემსახურება: პირველი რიგის ამოცანა იყო, ერთიანი სტანდარტების დანერგვა როგორც ზოგადად მომსახურების, ისე სამედიცინო სერვისების თვალსაზრისით. მნიშვნელოვნად გაიზრდება სიმძლავრეები, რათა ყველა პაციენტმა შეუფერხებლად და ზედმეტი ლოდინის გარეშე მიიღოს მომსახურება,” - აცხადებს ”ჯიპიაი ჰოლდინგის” გენერალური დირექტორი გიორგი კვირიკაძე.
”ჯიპიაი ჰოლდინგის” სამედიცინო დაზღვევის პოლისით 200,000-ზე მეტი ადამიანი სარგებლობს. საქართველოს მასშტაბით კომპანია 10 საავადმყოფოს აშენებს, რომელიც 225 საწოლს მოემსახურება.
Related Stories