საქართველოს პრეზიდენტის სამუშაო ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში გრძელდება


Thursday, May 24, 2012
News Making Money

სამედიცინო მომსახურება, შესაძლოა, გაძვირდეს

06/10/2010 18:14 (595 დღე 09:03 minutes ago)

მედიკამენტების რეცეპტით გარეშე გაყიდვის აკრძალვა სამედიცინო მომსახურებას კიდევ უფრო გააძვირებს.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

რადიო კომერსანტის ცნობით, ამის შესახებ მედიცინის ექსპერტთა ნაწილი აცხადებს.

შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის მინისტრის ინიციატივით, საქართველოში წამლების დანიშნულების გარეშე გაყიდვა აიკრძალება. ეს განცხადება დღეს ფარმაცევტულ კომპანიებთან შეხვედრაზე ჯანდაცვის მინისტრმა გააკეთა. ანდრო ურუშაძის განმარტებით, აკრძალვა არ შეეხება მხოლოდ სიცხის დამწევ და ტკივილგამაყუჩებელ საშუალებებს.

დაზღვევის ექსპერტის თამარ ცინცაბაძის განცხადებით, ქვეყანაში, სადაც 3 მილიონზე მეტი ადამიანი დაზღვევის გარეშეა დარჩენილი, წამლის გაცემის პროცედურის გამკაცრება ნაადრევია.

მისი თქმით, ადამიანებს ხშირად წამლის შესაძენი ფული არა აქვთ. თუკი ამას ექიმის კონსულტაციის ხარჯებიც დაემატება, ჯანმრთელობის პრობლემის წინაშე ისინი კიდევ უფრო დაუცველები აღმოჩნდებიან.

ცინცაბაძის განმარტებით, მედიკამენტების რეცეპტით გარეშე გაყიდვის აკრძალვა აუცილებელია. თუმცა მანამდე სხვა ნაბიჯები უნდა გადაიდგას, რომლებიც მოსახლეობას ასეთი პრობლემებისგან დაიცავს.

„მედიკამენტების რეცეპტით გარეშე გაყიდვის აკრძალვა ნაადრევია,“ - აცხადებს  ფარმაცევტული ბაზრის ერთ-ერთი უმსხვილესი მოთამაშე. „პეესპეს“ დამფუძნებლის კახა ოქრიაშვილის განცხადებით,  მომხმარებელს, რომელსაც დაზღვევა არა აქვს, ჯანდაცვის ხარჯები გაეზრდება. დანიშნულების მისაღებად ექიმთან მისვლა აუცილებელია. ეს ვიზიტი კი გარკვეული თანხა ჯდება. დაზღვევის არსებობის შემთხვევაში კი ხარჯები გაეზრდება სადაზღვევო კომპანიას, რადგან ექიმთან პაციენტის ვიზიტი მან უნდა აანაზღაუროს. ოქრიაშვილის განმარტებითვე, ასეთ შემთხვევაში მომხმარებელი იძულებული გახდება ბაზრობებს მიაკითხოს, სადაც მედიკამენტების დანიშნულებით გაცემა შედარებით ძნელი გასაკონტროლებელი იქნება.

სადაზღვევო კომპანია „ალფას“ გენერალური დირექტორი კი აცხადებს, რომ მედიკამენტების რეცეპტით გარეშე გაყიდვის აკრძალვა მათ ხარჯებს არ გაზრდის. ედუარდ ცხოვრებაძის განცხადებით, კომპანიის მიერ დაზღვეული კლიენტები „ავერსის“ აფთიაქებში მედიკამენტებს ისედაც რეცეპტით ყიდულობენ და ეს სადაზღვევო კომპანიას ხარჯებში აქვს გათვლილი. მისივე განმარტებით, ეს სწორი მიდგომაა, რადგან პირველადი მოხმარების პრეპარატების გარდა მსოფლიო ში ყველა წამალი მხოლოდ რეცეპტით იყიდება.

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.









Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group