IPO-ს ჩავარდნის გამო მარკ ცუკერბერგს უჩივიან


Thursday, May 24, 2012
News Making Money

ფარმაცევტულმა გიგანტმა კონკურენტი კომპანია შეიძინა

13/10/2010 14:59 (588 დღე 12:21 minutes ago)

ამერიკულმა ფარმაცევტულმა კონცერნმა Pfizer–მა კომპანია King Pharmaceuticals–ის შეძენის შესახებ შეთანხმებას მიაღწია, იუწყება რადიო კომერსანტი.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში


გარიგების თანხა 3,6 მილიარდი დოლარია.


გარიგება 2011 წლის პირველ კვარტალში დაიხურება და Pfizer–ისთვის კონკურენტ Wyeth–ის ყიდვის შემდეგ ყველაზე მსხვილი შენაძენი იქნება. ეს უკანასკნელი კონცერნმა 68 მილიარდ დოლარად შეიძინა.

ბოლო შეთანხმება Pfizer–ს ტკივილგამაყუჩებელი საშუალებების წარმოების გაფართოების საშუალებას მისცემს. ამჟამად კომპანია ამ კატეგორიიდან მხოლოდ ართრიტის სამკურნალო Celebrex–სა და ნევროლოგიურ პრეპარატ Lyrica–ს უშვებს.

King Pharma–ს გაყიდვებმა გასულ წელს 1,78 მილიარდი დოლარი შეადგინა. ამჟამად კომპანია ახალი ტკივილგამაყუჩებელი საშუალებების შექმნაზე მუშაობს.

Pfizer–ი მსოფლიო ში წამლების უმსხვილესი მწარმოებელია. კომპანია ნიუ–იორკში 1849 წელს დაარსდა, გასულ წელს მისმა მოგებამ 8,4 მილიარდ დოლარს მიაღწია.

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.









Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group