„მობი ფეიმ“ საქართველოს ბაზარი დატოვა


Thursday, May 24, 2012
News Making Money

საქართველო H1N1 ვირუსის გამწვავებისთვის ემზადება

18/10/2010 13:36 (583 დღე 13:44 minutes ago)

საქართველოში შემოდგომა - ზამთრის პერიოდში H1N1 -ის ვირუსის გამწვავება მოსალოდნელია - ეს განცხადება დაავადებათა ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილეს ეკუთვნის, იუწყება რადიო კომერსანტი.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

შოთა ცანავას განმარტებით, ეს იქნება ისეთივე ჩვეულებრივი გრიპი, როგორც სხვები, ხოლო ვირუსის ეპიდემიურობა არაა გამორიცხული, თუმცა, განსაკუთრებით საგანგაშო შედეგები არ ივარაუდება. 

"ვირუსის სრული იზოლირება შეუძლებელია. თუ ნებისმიერ ორგანიზებულ კოლექტივში ვირუსით დაინფიცირებული გამოჩნდება, უნდა მოვხდანოთ მისი იზოლირება ჯანმრთელი ადამიანებისგან დასაცავად. ვირუსის თავიდან ასაცილებლად საჭიროა პირბადეების სწორად და კარგად გაკეთება. დაუშვებელია მისი მრავალჯერადი გამოყენება," - ამბობს ცანავა.  შეგახსენებთ, ე.წ. ღორის გრიპი შემდეგი სიმპტომებით ხასიათდება: თავის ტკივილი, ტემპერატურის მატება, სახსრებისა და კუნთების ტკივილი. გასულ წელს 2000-მდე მოქალაქე დაინფიცირდა, აქედან 40-მდე გარდაიცვალა.

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.









Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group