ფარმაცევტული კომპანია "ჯი პი სი" და ექსპრეს-კლინიკა გრიპის ეპიდემიისგან
თავდაცვის საინფორმაციო კამპანიას იწყებენ.
| | ADVERTISEMENT | This text is replaced by the Flash movie. |
|
|
| წაიკითხე სმარტფონში |  |
|
როგორც "პირWელს" "ჯი პი სი"-დან აცნობეს, კომპანიას საქართველოში გრიპის საწინააღმდეგო ევროპული ვაქცინა შემოაქვს, რომელიც მომხმარებელს როგორც გრიპის სეზონური ვირუსებისგან, ისე პანდემიური ე.წ "ღორის გრიპის" H1N1 ვირუსისგან დაიცავს.
ვაქცინაციის ჩატარება "ჯი პი სი"-ს აფთიაქებში მდებარე ექსპრეს-კლინიკაშია შესაძლებელი და მისი ღირებულება 25 ლარს შეადგენს.
"აცივებასთან ერთად გრიპის ვირუსის აქტივობაც მატულობს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მოსახლეობას გრიპისგან თავის დაცვას ვაქცინაციის გზით ურჩევს. ვაქცინაციის ჩატარების შემდეგ მომხმარებელს ტელეფონზე, მანქანაზე ან ტანსაცმელზე დასამაგრებელი სიმბოლო -სტიკერი გადაეცემა, რაც იმის მანიშნებელი იქნება, რომ ეს ადამიანი უკვე ზრუნავს საკუთარ თავსა და გარშემო მყოფ ადამიანებზე და გრიპის ვირუსის მატარებელი არ არის. საკუთარ თავსა და გარშემომყოფებზე ზრუნვის მიზნით ვაქცინაციას "ჯი პი სის" 1000-მდე თანამშრომელიც ჩაიტარებს", - განაცხადა “ჯიპისის” ვაქცინაციის პორექტის ხელმძღვანელმა ირმა ზივზივაძემ.
ცნობისთვის, ვაქცინაცია ერთჯერადია და იმუნიტეტის ხანგრძლივობა 1 წელს შეადგენს.
Related Stories