
| | ADVERTISEMENT | This text is replaced by the Flash movie. |
|
|
| წაიკითხე სმარტფონში |  |
|
FINANCIAL - ის მიერ გამოკითხული ექიმებისა და სამედიცინო პორტალების
მფლობელების განცხადებით, სამედიცინო კონსულტაციები ინტერნეტის საშუალებით
იმდენად პოპულარული გახდა, რომ შესაძლოა უახლოეს მომავალში ექიმებთან
პირველი საკონსულტაციო ვიზიტი შეცვალოს.
საქართველოში 10 ყველაზე პოპულარულ სამედიცინო საიტს ყოველდღიურად საშუალოდ, 80, 000 ადამიანი სტუმრობს, მათგან 14, 000 ამ საიტების ერთგული ვიზიტორია.
ინტერნეტ საიტებზე ( მაგ: med.ge, mkurnali.ge, geoanswer.net.) სამედიცინო რესურსები უხვად მოიპოვება, დაწყებული კლინიკების / მედიკამენტების შესახებ ინფორმაციებით, სტატიებით ჯანმრთელობის შესახებ, სამედიცინო ვიდეოებით, და ა.შ. რაც ყველაზე მთავარია, საიტები აღჭურვილია ისეთი ინტერაქტიული საშუალებებით, როგორიცაა – ჰკითხეთ ექიმს. თქვენ შეგიძლიათ ექიმს კითხვა პირდაპირ საიტზე დაუსვათ.
შეკითხვებს მოგვიანებით ექიმები განიხილავენ, რათა პაციენტებს პასუხები გასცენ და ჩაუტარონ ონლაინ კონსულტაციები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა გაუმკლავდნენ ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობას / დაავადებას და ეს ყველაფერი უფასოდ.
როგორც სამედიცინო პორტალების მფლობელები აცხადებენ, კითხვების უმრავლესობა ეხება სექსუალურ საკითხებს, ურთიერთობების პრობლემებს, ხოლო ყველაზე მოთხოვნადი ექიმები პედიატრები, სექსოლოგები და გინეკოლოგები არიან.
„ჩვენი საიტი (med.ge) ერთი წლის წინ შევქმენით,თუმცა ვებ საიტის კომერციული მხარე და ფორუმები ახლახანს შეიქმნა. ჩვენ საიტს ასევე კლინიკებისა და საავადმყოფოების შესახევ ინფორმაცია და ჩამონათვალი დავამატეთ. ასე რომ ახლა ნებისმიერ პაციენტს შეუძლია ამ ჩამონათვალის ნახვა და რომელიმეში მისვლა, თუ საჭირო გახდება. ამ დრომდე საიტზე უკვე 395 ექიმია დარეგისტრირებული და 86 კლინიკა. ექიმებისათვის საიტზე დარეგისტრირება უფასოა, მათ შეუძლიათ მათი საკონტაქტო ინფორმაციების განთავსება, ხოლო კლინიკებმა 150 ლარი უნდა გადაიხადონ საიტზე მათ შესახებ ინფორმაციისა და რეკლამის განთავსებისათვის,“ გვითხრა med.ge - ს პროექტის მენეჯერმა მარიამ პაპინაშვილმა.
„ დღეში ჩვენს საიტს 2, 000 ადამიანი სტუმრობს, მათი უმრავლესობა მოზარდები არიან, რომლებიც კითხვებს სექსუალურ ჯანმრთელობასა და ურთიერთობებზე სვამენ. არსებობს კიდევ ერთი კატეგორია, 20 – 25 წლამდე ადამიანებისა. რომლებიც კონსულტაციებს med.ge – ze იღებენ, ძირითადად პედიატრებისაგან – მათი ბავშვების ჯანმრთელობის შესახებ, შეკითხვები ძალიან ხშირად აქვთ ასევე გინეკოლოგებთან. ზოგჯერ ხალხი გვიკავშირდება იმისათვის, რომ დარწმუნდნენ მათი ანონიმურობა დაცული იქნება, სანამ შეკითხვას დაუსვამენ ექიმს ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, როგორიცაა შიდსი, ტუბერკულიოზი, სექსუალური დაავადებები,“ აღნიშნავს პაპინაშვილი.
„ თავდაპირველად ეს სერვისი არ იყო იმდენად პოპულარული ქართველებში, მაგრამ შემდეგ ხალხმა დაიწყო მისი გამოყენება და med.ge - იზეც გაიზარდა აქტიურობა, უფრო და უფრო მეტი ხალხი უსვამდა კითხვას ექიმს ჩვენი საიტის საშუალებით,“ ამბობს პაპინაშვილი.
ექიმები ასევე აღნიშნავენ ინტერნეტის საშუალებით კონსულტაციების რიცხვის ზრდას.
„გინამედის“ კლინიკის დირქტორისა და გინეკოლოგის, არჩილ თედელურის თქმით, გარკვეულწილად, ონლაინ სამედიცინო კონსულტაციებმა შესაძლოა ექიმთან ვიზიტი ჩაანაცვლოს. ”მე ხშირად ვპასუხობ პაციენტების შეკითხვებს med.ge - ს საშუალებით უფასოდ, მათი უმრავლესობა შემდეგ პირადად მე მიკავშირდება დამატებითი სამედიცინო რჩევების მისაღებად და კონსულტაციებისათვის.”
"გარდა ამისა, ხალხს პირადი იმეილის საშუალებით შეუძლიათ კითხვები გამომიგზავნონ გინეკოლოგიასთან დაკავშირებით, ( კვირაში სულ მცირე ორ ასეთ იმელის ვიღებ) ადამიანები, ხშირად, ონლაინ კომუნიკაციის შემდეგ, ჩემი პაციენტები ხდებიან. ჩემი აზრით, ამგვარი ურთიერთობის ფორმა ძალიან მომგებიანი და მისაღებია ნებისმიერი ექიმისათვის, რადგან ამ სახით პოტენციური კლიენტების მოზიდვა ხდება, ხშირად ის პაციენტები, რომლებთანაც ექიმებს ინტერნეტის საშუალებით ჰქონდათ კონტაქტი სწორედ ამ ექიმებთან მიდიან საჭიროების შემთხვევაში,“ უთხრა თედელურმა FINANCIAL - ს.
მსოფლიო ში, უკანასკნელი წლების განმავლობაში ინტერნეტის მოხმარებელთა რაოდენობა სამედიცინო ინფორმაციის მიღების მიზნით მნიშვნელოვნად გაიზარდა.
Related Stories