„შოფინგ აქსისი“: სავაჭრო ცენტრებში მომხმარებლის რაოდენობა მკვეთრად შემცირდა


Thursday, May 24, 2012
News Making Money

„ღორის გრიპის“ მუტაციის შესახებ ქართველმა სპეციალისტებმა გაფრთხილება მიიღეს

10/11/2010 17:51 (560 დღე 09:35 minutes ago)

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან „ღორის გრიპის“ ვირუსის მუტაციის შესახებ გაფრთხილება საქართველომაც მიიღო, იტყობინება რადიო კომერსანტი.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

თუმცა, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ საშიშროება ჯერჯერობით არ არსებობს და ეს გაფრთხილება დახურული არხებით მხოლოდ სპეციალისტებისთვის გავრცელდა.


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შეტყობინებაში აღნიშნულია, რომ ამერიკაში ორ ადამიანს H3N2 ვირუსი აღმოაჩნდა. სპეციალისტები აცხადებენ, რომ H3N2 - ეს არის ღორის გრიპის მუტაციის შედეგი და "ახალი გრიპის" შემადგენლობაში თავმოყრილია სამი ვირუსი, რომელიც უკვე ცირკულირებული იყო. თუმცა ადრე სპეციალისტები აცხადებდნენ, რომ H1N1 –ის ვირუსს, რომელიც გასულ წელს ჩრდილოეთ ნახევარსფეროში იყო გავრცელებული, საშიში მუტაცია არ განუცდია. "ახალი გრიპის" პირველი შემთხვევა პენსილვანიაში 46 წლის მამაკაცს გამოუვლინდა.

შეგახსენებთ, რომ H1N1 -ით საქართველოში 27 ადამიანი დაიღუპა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შეფასებით, საქართველოში ვირუსის გავრცელება მსოფლიო ს მასშტაბით ერთ–ერთი ყველაზე მაღალი იყო.

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.









Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group