საქართველოში უახლოეს პერიოდში ონკოლოგიურ დაავადებათა სამკურნალოდ ახალი
ჰიპერთერმული მეთოდი დაინერგება, იტყობინება ინტერპრესნიუსი.
| | ADVERTISEMENT | This text is replaced by the Flash movie. |
|
|
| წაიკითხე სმარტფონში |  |
|
აღნიშნულთან დაკავშირებით სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" საერთაშორისო სამეცნიერო პრაქტიკული კონფერენცია გაიმართა, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პირველი ვიცე-პრეზიდენტის ფრიდონ თოდუას და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით მოეწყო.
როგორც კონფერენციაზე ფრიდონ თოდუამ განაცხადა, ჰიპერთერმული მეთოდით მკურნალობა მაღალი ტემპერატურით სიმსივნურ ურჯედებზე მკურნალობას გულისხმობს. მისივე თქმით, აღნიშნული მეთოდი აქტიურად გამოიყენება ამერიკის და ევროპის წამყვან კლინიკებში.
კონფერენციის მიზნებზე საუბრისას კი, თოდუამ აღნიშნა, რომ ამგვარად ქართველი ონკოლოგები დასავლელი კოლეგების გამოცდილებას გაეცნობიან, რაც ონკოლოგიურ დაავადებათა სამკურნალოდ ჰიპერთერმული მეთოდის დანერგვას უფრო გაადვილებს.
საერთაშორისო კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ანდრია ურუშაძემ, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე რუსუდან კერვალიშვილმა, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელმა ოთარ თოიძემ და ქართველმა და ევროპელმა სპეციალისტებმა მიიღეს.
Related Stories