“ქდმ” ჰომოსექსუალობის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებებზე მუშაობს


Thursday, May 24, 2012
News Making Money

"ავერსსა" და PSP-ში მედიკამენტების გაძვირებას კატეგორიულად უარყოფენ

02/02/2011 14:33 (476 დღე 12:59 minutes ago)

ფარმაცეპტული კომპანიების, "ავერსისა" და PSP-ს წარმომადგენლები მათ ქსელში მედიკამენტებზე ფასების ზრდას კატეგორიულად უარყოფენ, იტყობინება ინტერპრესნიუსი.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში


თუმცა, საწინააღმდეგოს ამბობენ ის ადამიანები, რომლებსაც "ინტერპრესნიუსი" აფთიაქებში გაესაუბრა.


მათი ინფორმაციით, ბოლო ერთ კვირაში ზოგიერთი მედიკამენტი საგრძნობლად გაძვირდა.


"რადენიმე დღის წინ "ავერსის" ქსელში კონკრეტული მედიკამენტი ათ ლარად შევიძინე, თუმცა დღეს ეს წამალი მთელი ხუთი ლარით გაძვირებული დამხვდა. ეს დაუშვებელია. ვფიქრობ, რომ მედიკამენტებზე ფასს ხელოვნურად ზრდიან", - განაცხადა ერთ-ერთმა მყიდველმა.


ამასთან, კომპანია "ავერსის" მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის, დალი ბრეგვაძის განცხადებით, არც ერთ მედიკამენტზე კომპანიას ფასები არ გაუზრდია.


"არც ერთ წამალზე ჩვენს კომპანიას ფასი არ გაუზრდია და არც ერთი მედიკამენტის დეფიციტი "ავერსს" ამ ეტაპზე არ აქვს", – აღიშნა ბრეგვაძემ.


მედიკამენტებზე ფასების ზრდას უარყოფს კომპანია PSP-ეც. კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის, მარიკა ლომთაძის განცხადებით, მედიკამენტებზე მათ კომპანიას ფასები არ გაუზრდია და არც აპირებს.


"ჩვენ ბოლო პერიოდში ფასები არ გაგვიზრდია და არც ვაპირებთ. პირიქით. მომხმარებელს ფასდაკლების სერვისებს ვთავაზობთ"," – განაცხადა მარიკა ლომთაძემ.

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.









Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group