საატესტატო გამოცდები გრძელდება


Thursday, May 24, 2012
News Making Money

დღეიდან საქართველოში გარკვეული პრეპარატების რეალიზაციაზე კონტროლი მკაცრდება

16/06/2011 15:42 (342 დღე 11:52 minutes ago)

დღეიდან საქართველოში გარკვეული პრეპარატების რეალიზაციაზე კონტროლი მკაცრდება.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

პირWელის ცნობით, აკრძალვა 10 დასახელების მედიკამენტს შეეხება, რომლებიც აფთიაქებში ურეცეპტოდ იყიდებოდა და ნარკოდამოკიდებულების მქონე პირთა მიერ გასაბრუებელ საშუალებად გამოიყენებოდა.

ათი დასახელების პრეპარატიდან, საქართველოში ყველაზე მეტად "ლირიკა" და "ჰელიმონიაა" გავრცელებული. შესაბამისად, ამ პრეპარატების ყიდვა ქვეყანაში დღეიდან ექიმის რეცეპტის გარეშე იკრძალება.

ცნობისთვის, მედიკამენტებით ვაჭრობა დღეიდან მხოლოდ სპეციალური ნებართვის მქონე აფთიაქებში იქნება დასაშვები.

იმ ადამიანებისთვის, ვინც კანონს დაარღვევს, საკმაოდ მკაცრი სანქციები წესდება. ურეცეპტოდ გაყიდვის შემთხვევაში აფთიაქებს დიდი ფინანსური ჯარიმის გადახდა მოუწევთ.

აღნიშნული პრეპარატები ეპილეფსიით დაავადებულთათვის გამოიყენება. ნარკოლოგების თქმით, მათ ურეცეპტოდ გამოყენებას საკმაოდ მძიმე შედეგები მოჰყვება, კერძოდ, დროთა განმავლობაში ისინი სხეულის ყველა ორგანოს აზიანებს და ფსიქიკის დარღვევას იწვევს.

ნარკოლოგები ასევე ამბობენ, რომ ამ პრეპარატებზე დამოკიდებულება ძალიან მოკლე დროში, შესაძლოა, ერთ თვეში ჩამოყალიბდეს.

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.









Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group