"Front Page Magazine": "რუსეთი სააკაშვილის დასამხობად მატჩ-რევანშისთვის ემზადება"


Thursday, May 24, 2012
News Making Money

საქართველოში პრეზერვატივების გაყიდვების რაოდენობა გაიზარდა

ავტორი ნინა ბურჯანაძე, The FINANCIAL

25/06/2011 13:03 (333 დღე 14:33 minutes ago)

long-pleasure-condoms-ad_copy.jpg

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების მიხედვით, ქვეყანაში პრეზერვატივების იმპორტი ყოველწლიურად იზრდება. იმპორტისთვის გადახდილი თანხის რაოდენობა 2010 წელს 350,000 დოლარიდან 450,000 დოლარამდე გაიზარდა, 2009 წლის იმავე პერიოდთან შედარებით.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

ასევე იზრდება „ვიაგრას“ გაყიდვების რაოდენობაც. ქართულმა ფარმაცევტულმა კომპანია „ჯი-ემ-პიმ“ სულ ახლახანს სილდენაფილის ციტრატის ქართული ანალოგის საქართველოში წარმოება დაიწყო.

პრეზერვატივების იმპორტი 10 ქვეყნიდან, გერმანიიდან, უკრაინიდან, სომხეთიდან, საფრანგეთიდან, თურქეთიდან და სხვა ქვეყნებიდან ხდება. იმპორტიორ ქვეყნებს შორის უპირობო ლიდერი გერმანიაა 2010 წელს 300,000 დოლარის განხორციელებული ინვესტიციებით.

საქართველოს ფარაცევტულ ქსელებში  სხვადასხვა დასახელებისა და ხარისხის პრეზერვატივები იყიდება. „პსპ“– ს თქმით, წლის ერთ კვარტალში ისინი დაახლოებით, 70,000 – 80, 000 ცალ პრეზერვატივს ყიდიან სამი თვის განმავლობაში. ქსელში ყველაზე პოპულარული „მასკულანია.“ 80,000 გაყიდული პრეზერვატივიდან 60,000 „მასკულანია.“  „პსპ“– გან განსხვავებით „ჯიპისიში“ ყველაზე პოპულარული პრეზერვატივი „ვიტალისია.“ „ჯიპისის“ ქსელში თვეში 6,000 ცალი „ვიტალის“ პრეზერვატივი იყიდება.

„მე  ჩემს პაციენტებს ყოველთვის პრეზერვატივის გამოყენებას ვურჩევ, რადგან ეს თავდაცვის საუკეთესო საშუალებაა,“ გვითხრა სექსოლოგმა გია ბეროშვილმა. სილდენაფილის ციტრატი, სახელწოდებით „ვიაგრა“ შესაძლოა მიიღოს აბსოლუტურად ჯანმრთელმა ადამიანმა, თუ მას სურს რომ სექსუალურად უფრო აქტიური იყოს. პრეპარატი ექიმმა უნდა გამოწეროს. მისი რეცეპტის გარეშე ყიდვა დაუშვებელია, რადგან შესაძლოა ადამიანის ჯანმრთელობას საფრთხე შეექმნას. მხოლოდ ექიმს შეუძლია განსაზღვროს რა დოზით ესაჭიროება პაციენტს პრეპარატი."

კუნთოვანი დისტროფია, რომელიც 6,000 ადამიანში ერთს ემართება, იწვევს კუნთების გარკვეული ჯგუფების მძიმე ატროფიასა და სისუსტეს.  "დიუშენი" და „ბეკერი“ კუნთოვანი დისტროფის ყველაზე გავრცელებული ტიპებია. მკველევარებმა თაგვზე ჩატარებული ცდის შედეგად მოახერხეს იმ მოლეკულების დონის შემცირება, რომელიც კუნთების სისუსტეს იწვევს.

სექსოლოგ გია ბეროშვილის თქმით, ფარმაცევტულმა პრეპარატმა „ვიაგრამ,“ რომელიც ერექციული დისფუნქციისა და ფილტვის არტერიის ჰიპერტენზიის სამკურნალოდ გამოიყენება, სექსოლოგიაში 13 წლის წინ რევოლუცია მოახდინა საქართველოში.

მენტალიტეტის გამო, ქართველი ხალხი ცდილობს ყველანაირად თავიდან აიცილოს სექსოლოგთან ვიზიტი. თუმცა, ბეროშვილის თქმით, მამაკაცი პაციენტების რაოდენობა ქალ პაციენტების რაოდენობასთან შედარებით მნისვნელოვნად იზრდება. მიუხედავად იმისა, რომ  „ვიაგრა“ მხოლოდ მამაკაცებისთვის არ არის, მას არასოდეს გამოუწერია ქალებისთვის ეს პრეპარატი, რადგან მცირე რაოდენობის ქალი პაციენტები ჰყავს.

„10–15 წლის წინ ვერავინ წარმოიდგენდა რომ სილდენაფილისციტრატი რომელიც „ვიაგრას,“ „კამარას“ „სინაგრას“ და სხვა სახელწოდებებით იყიდება, მათ სექსუალური პრობლემების გადაჭრაში დაეხმარებოდა,“ ამბობს ბეროშვილი. „ვიაგრა“ ძალიან ეფექტური პრეპარატია და ამიტომაც მე რეგულარულად ვუწერ მას და სხვა მის ალტერნატიულ საშუალებებს ჩემს პაციენტებს, რომლებსაც ის ესაჭიროებათ.“

ფარმაცევტული კომპანია „პსპ“ – ს  მონაცემების მიხედვით, მათ ქსელში ბოლო სამი თვის განმავლობაში სილდენაფილის ციტრატის („ვიაგრა,“ „კამაგრა“) 8,000 კოლოფი გაიყიდა.  ყველაზე დიდი რაოდენობით „ვიაგრა“ გაიყიდა.  მისი ფასები 10 დოლარიდან იწყება. ვიაგრას იმპორტი საფრანგეთიდან, მსოფლიო ს უდიდესი ფარმაცევტული კომპანია Pfizer– დან ხდება. რაც შეეხება სხვა პრეპარატებს, ქსელში 2,000 კოლოფი „კამაგრა“ გაიყიდა, მის ერთ კოლოფში 4 ტაბლეტია. პრეპარატის იმპორტი ინდოეთიდან, ფარმაცევტული კომპანია Ajanta - დან ხდება.

საქართველოში არსებული კიდევ ერთი ფარმაცევტული კომპანია „ჯიემპის“ თქმით, მათთან თვეში საშუალოდ 200 კოლოფი „ვიაგრა“ იყიდება.

„ჯიემპის“ ფარმაცევტებმა საქართველოში პრეპარატის წარმოება სამი თვის წინ დაიწყეს, ის „სილდენაფილის“ სახელწოდებით იყიდება.

„ჩვენ „სილდენაფილის“ მხოლოდ 300 კოლოფი გავყიდეთ ჯერ, რადგან მისი წარმოება სულ ახლახანს დავიწყეთ,“ გვითხრა „ჯიემპის“ ბრენდ მენეჯერმა მარიკა დიასამიძემ. „ ჩვენი მომხმარებლები ჯერ არ არიან ამ პრეპარატის შესახებ სათანადოდ ინფორმირებულები. გარკვეული პერიოდის შემდეგ, დარწმუნებული ვარ ჩვენი პროდუქტიც პოპულარული გახდება მომხმარებლებს შორის, რადგან ის ისეთივე ეფექტურია, როგორც "ვიაგრა.“

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.









Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group